ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვენ, უკრაინის ტერიტორიაზე დაუშვას საგამოძიებო კომისია, რომელიც ნავთობსადენ „დრუჟბას“ მდგომარეობას შეისწავლის

საქართველო, თბილისი - 15:18 | 27.02.2026
ნანახია: 76

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ტელეფონით ესაუბრა თავის სლოვაკ კოლეგას, რობერტ ფიცოს, და განაცხადა, რომ ორი ქვეყანა შექმნის საგამოძიებო კომისიას, რომელიც შეისწავლის ნავთობსადენ „დრუჟბას“მდგომარეობას.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი გუნდი აცხადებენ, რომ მილსადენის ფუნქციონირების აღდგენა ტექნიკური დაბრკოლებების გამო შეუძლებელია, რაც საფრთხეს უქმნის როგორც უნგრეთის, ასევე სლოვაკეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

„რამდენადაც სლოვაკეთმა და უნგრეთმა იციან, ეს სიმართლეს არ შეესაბამება; არანაირი ტექნიკური დაბრკოლება არ არსებობს; მილსადენი მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო დაიხურა.

ამიტომ, რობერტ ფიცოსთან შევთანხმდით, რომ ჩვენ შევქმნით ერთობლივ საგამოძიებო კომისიას. ამ საგამოძიებო კომისიის ამოცანა იქნება ადგილზე გასვლა და სიტუაციის რეალური გადამოწმება საკუთარი თვალით“, - განაცხადა ორბანმა.

მან მოუწოდა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ საგამოძიებო კომისიას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა მისცეს და მისი მუშაობისთვის საჭირო პირობები უზრუნველყოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე