სამხრეთ კორეის საგარეო უწყებამ რუსეთის საელჩოს სეულში გამოფენილი ბანერის, წარწერით: „გამარჯვება ჩვენი იქნება“, ჩამოხსნა მოსთხოვა

საქართველო, თბილისი - 13:46 | 23.02.2026
ნანახია: 25

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს სეულში მდებარე შენობიდან ბანერის წარწერით“ „გამარჯვება ჩვენი იქნება“ ჩმოხსნა მოსთხოვა.

სამხრეთ კორეის მედიის ცნობით, 22 თებერვალს სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ დაგმო საელჩოს კედელზე ჩამოკიდებული დროშა და მისი ჩამოხსნა მოითხოვა.

სააგენტო Yonhap-ის ცნობით, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს გაუგზავნა წერილი, რომ შენობაზე გამოფენილმა ტრანსპარანტმა შესაძლოა, დაძაბულობა გამოიწვიოს სამხრეთ კორეის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან.

„კორეის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს შენობიდან ბანერის ჩამოხსნის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გადავეცით რუსულ მხარეს ჩვენი პოზიცია კორეის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს შენობის გარე ფასადზე ბანერის განთავსების შესახებ“, - განაცხადეს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კორეა უკრაინაში შეჭრას უკანონობად მიიჩნევს და მოსკოვისგან მოითხოვს ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტასაც.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე