აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა ამ ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, ვეღარ აღდგეს - აიათოლა ალი ხამენეი

საქართველო, თბილისი - 15:46 | 17.02.2026
ნანახია: 34

აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ მათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ. მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სამხედრო ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, რომ ვეღარ აღდგეს, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

 ხამენეიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ირანის განადგურება არ შეუძლია.

„ისინი გამუდმებით ამბობენ, რომ ირანისკენ სამხედრო თვითმფრინავები გაგზავნეს. ძალიან კარგი. სამხედრო თვითმფრინავი, რა თქმა უნდა, საშიში აღჭურვილობაა, მაგრამ ამაზე უფრო საშიშია იარაღი, რომელსაც შეუძლია ამ თვითმფრინავის ზღვის ფსკერისკენ გაშვება“, – აღნიშნა ხამენეიმ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე