ქართული და ბრიტანული კანონმდებლობა განსხვავდება, ბრიტანეთში დაგეგმილი ცვლილებები ულტრამემარჯვენე ძალებს ეხება, რომლებიც შესაძლოა, ფინანსდებოდნენ რუსული ძალების მიერ - გიგა ფარულავა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 13.02.2026
ნანახია: 36

ქართული და ბრიტანული კანონმდებლობა განსხვავდება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ცვლილებები მიმართულია იმ ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი აწარმოებს არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის, არამედ სხვა დემოკრატიული, ევროპული ქვეყნების მიმართ.

„ეს კონკრეტული ცვლილებები იმ ულტრამემარჯვენე ძალებს ეხება, რომლებიც შესაძლოა, ფინანსდებოდნენ რუსული ძალების მიერ. ქართული კანონმდებლობა კი არ უნდა ზღუდავდეს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას. „გრანტების შესახებ“ კანონში მომზადებული ბოლო ცვლილებები მთავრობას თავისი ნების შესაბამისად უფლებას აძლევს, გრანტი კონკრეტულ პირს მისცეს, კონკრეტული თანხა გრანტად აღიაროს და კონკრეტულ მოქალაქეს პოლიტიკური აქტივობა შეუზდუდოს“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე