მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოში არსებულ გაუსაძლის ვითარებაზე ისეთი მაღალი ტრიბუნიდან საუბრობენ, როგორიც ჰელსინკის კომისიაა - გიორგი შარაშიძე

საქართველო, თბილისი - 13:21 | 12.02.2026
ნანახია: 25

მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოში არსებულ გაუსაძლის ვითარებაზე, სადაც არც ადამიანის უფლებებია დაცული და არც კანონის უზენაესობა, ისეთი მაღალი ტრიბუნიდან საუბრობენ, როგორიც ჰელსინკის კომისიაა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„მგონი, მოულოდნელი და სიურპრიზი არ ყოფილა, რაც მოვისმინეთ. „ოცნების“ პროპაგანდა ცდილობს, ჰელსინკის კომისიის როლი დააკნინოს იმ ფონზე, როდესაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ძალიან დაბალ დონეზეა და ძალიან შორსაა იმ ნიშნულისგან, რაზეც ოთხი-ხუთი წლის წინ იყო.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი შეფასება მნიშვნელოვანია, თუმცა ასეთი განცხადებებიდან და ბრიფინგებიდგან რაღაცა განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, არც მათი დაკნინება არ შეიძლება. მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოში არსებულ გაუსაძლის ვითარებაზე, სადაც არც ადამიანის უფლებებია დაცული და არც კანონის უზენაესობა, ისეთი მაღალი ტრიბუნიდან საუბრობენ, როგორიც ჰელსინკის კომისიაა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე