ნიკა გვარამია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც სასჯელს იხდიან, პოლიტპატიმრებად განიხილავს

საქართველო, თბილისი - 11:42 | 12.02.2026
ნანახია: 25

დაკავებულ "ოცნების" მაღალჩინოსნებს განვიხილავ პოლიტპატიმრებად - ამის შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გააკეთა. 

„აქ ვინც „ქოცები“ არიან, ახლა თუ უკვე აღარ არიან „ქოცები“, მაგრამ მათი ყოფილი თანამდებობის პირები, პირდაპირ გეტყვით, რაც არ უნდა მოჰყვეს ამ ჩემს ნათქვამს და ვიცი, რომ მოჰყვება, მე ამ ხალხს განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად. იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრობა იზომება არა იმით ადამიანმა ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება, ან ჩვენ გვგონია ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი არის ის, რომ ადამიანს არ ღირსებია და არც ეღირსება ამ ხელისუფლების პირობებში თავისუფალი სასამართლო. ამ მჯდომ „ქოცებსაც“ არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ, ვიდრე „ქოცები“ არიან ხელისუფლებაში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე