აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ

საქართველო, თბილისი - 21:00 | 27.12.2025
ნანახია: 50

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - სკანდირებენ აქციის მონაწილეები. 

მომიტინგეები ითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით.  „რეჟიმი გვწამლავს, ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას” - წერია ბანერზე.

აქციის მონაწილეთა ნაწილი თსუ-ის კორპუსთან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით შეუერთდა ფილარმონიასთან შეკრებილებს, რის შემდეგაც დემონსტრანტები მელიქიშვილის გამზირის გავლით რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე