„ოქროს პერგამენტი“ გადაეცა კახა საკანელაშვილს „მანი მუვერს მერჩანტ სისტემის” შექმნისთვის

საქართველო, თბილისი - 07:19 | 24.12.2016
ნანახია: 21

 2016 წლის  „ოქროს პერგამენტი“ გადაეცა კახა საკანელაშვილს  „მანი მუვერს მერჩანტ სისტემის” შექმნისთვის.

კახა საკანელაშვილი მიერ შექმნილი სისტემა სრულიად, რომელიც მან 2011 წელს შექმნა, სრულიად ინოვციური აღმოჩნდა ქართული საფინანსო სექტროტისთვის. მან შეძლო გადახდის მეთოდების ფართომასშტაბური ინტეგრაცია ერთ სისტემაში. მის მიერ შექმნილი Money Movers Payment Acceptance System მომხარებელს საშუალებს აძლევს ერთი ინტეგრაციით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 170–მდე გადახდის მეთოდი მიიღოს. ეს ნიშნავს, რომ MMPAS–ის ჩართვით, მაგალითად,  მაღაზია მომხმარებელს მომენტალურად სთავაზობს გადახდას ყველაზე მისაღები და სასურველი გზით.

ინოვატორულ პროექტი მალევე აღიარა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. 2013 წლის 14 იანვარს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომპანია „Money Movers“-ი დაარეგისტრირა, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რის შემდეგაც მას საშუალება მიეცა გამოუშვას ელექტრონული ფული და განახორციელოს ელექტრონულ ფულსა და ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ოპერაცია.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს  „ოქროს პერგამენტის“ ფარგლებში ჯილდო 11 ნომინაციაში გაიცა.

გამარჯვებულები საქართველოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდნენ. სულ საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2157 რესპონდენტი.

2016 წლის ადამიანებისა და კომპანიების - "ოქროს პერგამენტის" ლაურეატობის კანდიდატების სარეიტინგო შერჩევაში მონაწილეობა 100-მა ექსპერტ-სპეციალისტმა მიიღო. სარეიტინგო შერჩევის საფუძველზე შედგა ნომინატების სია და გამოკითხვის ანკეტა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე