ჩემი ვიზიტი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოებისა და ხალხის თავისუფლების არსებით როლს შეეხო - ელინა ვალტონენი ეუთო-ს მინისტერიალზე

საქართველო, თბილისი - 16:38 | 04.12.2025
ნანახია: 235

ჩემი ვიზიტი საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოებისა და ხალხის თავისუფლების არსებით როლს შეეხო, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს თავმჯდომარემ, ელინა ვალტონენმა განაცხადა.

„საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩვენი ვალდებულება რჩება მტკიცე. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მეშვეობით ჩვენ გავაღრმავეთ ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩემი ვიზიტი ასევე შეეხო დემოკრატიულ უკუსვლასა და სამოქალაქო საზოგადოებისა და ხალხის თავისუფლების არსებით როლს“, – განაცხადა ელინა ვალტონენმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე