აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ერა დაიწყო - ილჰამ ალიევი

საქართველო, თბილისი - 16:37 | 21.10.2025
ნანახია: 40

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის ერა დაიწყო.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანი-ყაზახეთის სახელმწიფოთაშორისი უმაღლესი საბჭოს მეორე სხდომაზე განაცხადა.

„დღეს იწყება ახალი, ვიტყოდი, რომ დაიწყო კიდეც - მშვიდობის ეტაპი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.

და ბოლო შეტაკებიდან სულ რაღაც ორ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების პარაფირება აჩვენებს, რომ ორივე ქვეყანამ საკმაოდ მაღალი დონის პოლიტიკური ნება გამოავლინა“, - აღნიშნა ალიევმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაში უმაღლეს შეფასებას იმსახურებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე