შარმ ელ-შეიხში აშშ-ის, ეგვიპტის, კატარისა და თურქეთის ლიდერებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს

საქართველო, თბილისი - 20:58 | 13.10.2025
ნანახია: 65

ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში ახლო აღმოსავლეთს სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტს ხელი ოთხმა ლიდერმა, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ყატარის ემირმა, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ მოაწერეს.

„ყოველთვის ამბობდნენ, რომ მესამე მსოფლიო ომი ახლო აღმოსავლეთში დაიწყებოდა, მაგრამ ეს აღარ მოხდება“, - აღნიშნა ტრამპმა ეგვიპტეში გამართულ სამიტზე.

შეხვედრას ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი და დონალდ ტრამპი უძღვებიან.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე