რამდენიმე დღეა დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე, მუქარები ადასტურებს ივანიშვილი-კობახიძე-მდინარაძის პანიკას, ჩამოშლილია რეჟიმი, გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ - ლევან ხაბეიშვილი

საქართველო, თბილისი - 18:07 | 08.09.2025
ნანახია: 36

ბოლო რამდენიმე დღეა დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე - მუქარები ადასტურებს ივანიშვილი - კობახიძე-მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას. ჩამოშლილია ივანიშვილის რეჟიმი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ბოლო რამდენიმე დღეა დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე - მუქარები ადასტურებს ივანიშვილი - კობახიძე-მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას!!! ჩამოშლილია ივანიშვილის რეჟიმი!!! აბსოლუტური რღვევაა და შიშის პირით დაიწყეს "მუქარები"!!!

ვფიქრობ, მხოლოდ ჩვენს, საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაზე!!!

ვარაუდებს და წუხილებს, რომ დამაკავებენ, მესვრიან და მსგავსი, ადასტურებს მხოლოდ ერთს - ივანიშვილის მარცხი გარდაუვალია!!! ნებისმიერი ასეთი მოქმედებით ბოლომდე დაადასტურებენ და ფაქტობრივ კაპიტულაციას გამოაცხადებენ!!!

უნდა გვესმოდეს, რომ გამარჯვებასთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვართ და ნებისმიერ შემთხვევაში - 4 ოქტომბერს, ქუდზე კაცი უნდა ვიყოთ!!! უპირობოდ ვიმარჯვებთ!!! ვმობილოზდეთ, მოვემზადოთ გამარჯვების აღსანიშნავად!!!

საქართველოს გაუმარჯოს!!! ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ხალხი!!!" - წერს ხაბეიშვილი.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე