ჩვენ განსხვავებულ პოზიციას დავიკავებთ, თუ ალასკაში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდება - დონალდ ტრამპი

საქართველო, თბილისი - 00:14 | 03.09.2025
ნანახია: 33

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ პოლიტიკას შეცვლის, თუ აღმოჩნდება, რომ ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრა, რომელიც 15 აგვისტოს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში გაიმართა, უშედეგო იქნება.

სამშაბათს, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვაზე, მიიჩნევდა თუ არა ის გამოწვევად პეკინში 3 სექტემბერს დაგეგმილ ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივ სამხედრო აღლუმს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „სულაც არა“.

„ჩინეთს ჩვენ ვჭირდებით. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს პრეზიდენტ სი ძინპინისთან. და მათ ჩვენ უფრო მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ ისინი. რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტ პუტინთანაც შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. თუ ამას შედეგი არ ექნება, მაშინ ჩვენ განსხვავებულ პოზიციას დავიკავებთ“, - განაცხადა ტრამპმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე