PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 16:17 | 14.07.2025 ნანახია: 14096
PSP ზაფხულს სიახლეებით ხვდება - 10 ივლისს, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N13-ში ინოვაციური, ახალი კონცეფციის ფილიალი, თბილისის შემდეგ, პირველად ბათუმში გაიხსნა.
ახალი PSP აფთიაქი, უამრავი ახალი ბრენდით, მათ შორის ნიშ პარფიუმის სუნამოების მრავალფეროვანი არჩევანით, სადიაგნოსტიკო სივრცეებით, მკაფიოდ გამოყოფილი ნავიგაციებით, სიახლეებით, ინოვაციებით, მომხმარებელს ყიდვის სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს.
PSP-ის ახალი კონცეფციის აფთიაქი არ არის მხოლოდ სააფთიაქო სივრცე — ეს არის ადგილი, სადაც პროდუქტები, პრემიუმ მომსახურება, და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთიანდება მომხმარებელზე ორიენტირებულ ეკოსისტემაში. კონცეფცია მომხარებელს შოპინგის ახალ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც არამხოლოდ გამარტივებულია, არამედ მორგებულია თანამედროვე ადამიანების ცხოვრების სწრაფ ტემპსა და მოლოდინებზე.
საზეიმო ლენტი PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ და აჭარის რეგიონალურმა მენეჯერმა ლუიზა საღარეიშვილმა გაჭრეს. ახალი კონცეფციის აფთიაქის საზეიმო გახსნას აჭარის რეგიონის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ინფლუენსერები და ცნობილი სახეები დაესწრნენ.
ახალი ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით, მთელი ზაფხულის განმავლობაში და არა მხოლოდ, ადგილზე მისული მომხმარებელი დამატებით მიიღებს უფასო სერვისებს, სხვადასხვა სახის სადიაგნოსტიკო და სასკრინინგო მომსახურებას.
PSP-ს ახალი ზაფხულის კამპანიის „კანის მაშველების“ ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მზის სტენდთან იღბლიან ბორბალის დატრიალებით მიიღოს დამატებითი საზაფხულო საჩუქრები.
PSP-ს სიახლეების, სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდება და მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს პსპ აფთიაქის ფეისბუქ გვერდს.
"ერთი წლის წინ პირველი სრულიად ახალი კონცეფციის აფთიაქი პეკინის 14 ნომერში გავხსენით, სწორედ იმ ადგილას, სადაც 30 წლის წინ, 1994 წელს, PSP-ს პირველი აფთიაქი გაიხსნა. ბათუმში კი ჯერჯერობით ეს პირველი ახალი კონცეფციის სივრცეა, რომელიც თითოეულ მომხმარებელს თავს სრულიად განსხვავებულ გარემოში აგრძნობინებს, უმარტივებს ყიდვის პროცესს და უზოგავს დროს. თანამედროვე ციფრულ სერვისებთან ერთად, ფარმაცევტებისა და კონკსულტანტების გამოცდილება და პროფესიონალიზმი, მომხმარებელს ეხმარება კონკრეტულად მის საჭიროებაზე მორგებული არჩევანითა და მაღალი ხარისხის სერვისით ისარგებლოს"- აცხადებენ PSP-ში.
PSP ზრუნავს, რომ მომხმარებლის გონივრული გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო სასიამოვნო გახადოს ახალი აფთიაქის განსაკუთრებულ გარემოში.




პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















