Bentley Exhibitions - თედო რეხვიაშვილის ფერწერა
საქართველო, თბილისი - 16:35 | 22.05.2025 ნანახია: 1437
პროექტი Bentley Exhibitions თანამედროვე ქართველი არტისტის თედო რეხვიაშვილის პერსონალური გამოფენით გრძელდება. ეს უკვე მეორე გამოფენაა, რომელსაც აღმაშენებლის #129-ში მდებარე Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმი პროექტის ფარგლებში მასპინძლობს. თედო რეხვიაშვილის ფერწერა, ისევე, როგორც Bentley Exhibitions-ისთვის შერჩეული თითოეული არტისტის შემოქმედება, ბრენდის მიზნებსა და ფილოსოფიას ეხმიანება.
თედო რეხვიაშვილი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. Bentley Exhibitions-ის ფარგლებში დაგეგმილი მისი პერსონალური გამოფენის კონცეფცია მოგონებებს ეფუძნება. მხატვარი წარმოადგენს 21 ფერწერულ ნამუშევარს, რომელთა საერთო მახასიათებელი ბავშვობის მოგონებები და ასოციაციებია. მხატვარი ამბობს, რომ ნამუშევრების სერია ასახავს პეიზაჟებს, რომლებიც აბსტრაქტული გააზრებით არის შესრულებული და მეხსიერებით აღიდგინა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები, მისივე შეფასებით, ბავშვობასთან, მოგონებებთან მიბრუნებაა.

თედო რეხვიაშვილი, მხატვარი: „სერია, რომელიც გამოფენის ფარგლებში წარვადგინე, ასახავს სამცხე-ჯავახეთის ბუნებას და აცოცხლებს მოგონებებს, რომლებიც ამ კუთხესთან მაკავშირებს. თითოეულ ჩვენგანს აქვს მოგონებები, რომლებიც კონკრეტულ ადგილებთან, ბავშვობასთან ასოცირდება. ამდენად, ეს ნახატები მნახველს სთავაზობს მოგზაურობას წარსულის რეფლექსიებში, მოგონებებში. ამ სერიაზე მუშაობა ჩემთვის ბავშვობასთან მიბრუნება იყო. ეს არ არის ადგილზე დახატული პეიზაჟები, ისინი მეხსიერებითაა აღდგენილი - ნაწილი ზედმიწევნით ზუსტად, ნაწილი ფანტაზიით შევსებული. თუმცა ფერთა გამით, განწყობით, ვფიქრობ, შეიძლება იცნო, რომ ეს სამცხე-ჯავახეთია. ნამუშევრები აბსტრაქტულია, გარკვეული გეომეტრიული შეგრძნებებია მათში გატარებული. ეს ერთგვარად ეპასუხება ავტომობილების გეომეტრიულობასა და ტექნიკურ ხასიათს. ამაში იკვეთება ნახატების სერიისა და „ბენტლის“ ასოციაციური თანხვედრა“.
ხელოვნების მხარდაჭერა Bentley-სთვის მხოლოდ კულტურული ინიციატივა არ არის – ეს არის სტრატეგიული მიმართულება, რომელიც ბრენდს აძლევს შესაძლებლობას, უფრო ღრმად გაიცნოს თავისი მომხმარებლები და მათთან ერთგვარი ემოციური კავშირი დაამყაროს მაღალი მატერიების გაზიარების გზით.
Bentley Exhibitions-ის მიზანია, ხელი შეუწყოს თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებას და საზოგადოებას შესთავაზოს ინტელექტუალური, ესთეტიკური და შთამაგონებელი გამოცდილება, რომელიც ბრენდის ფასეულობებთან თანხვედრაშია.
სოფო დავითაშვილი, Bentley Centre Tbilisi-ს მარკეტინგის მენეჯერი: „Bentley Exhibitions-ის ფარგლებში ბრენდის შოურუმმა დამატებითი საგამოფენო სივრცის ფუნქცია შეიძინა და ის მთელი წლის განმავლობაში დაეთმობა ქართველი ახალგაზრდა არტისტებისა თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს.
პროექტის ეგიდით ამჟამად უკვე მეორე გამოფენას ვმასპინძლობთ, რომელიც ახალგაზრდა არტისტის თედო რეხვიაშვილის ფერწერულ ნამუშევრებს ეთმობა. ჩვენ კარგად ვიცნობთ ჩვენს მომხმარებლებს, ვიცით, რომ მათ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ ხელოვნების, თანამედროვე არტისტების მიმართ. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მათთვის ძალიან სასიამოვნო შეთავაზებაც გვაქვს. Bentley-ს მომხმარებლებისთვის გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილ თედოს ნამუშევრებზე ექსკლუზიური ფასი გავრცელდება“.
თედო რეხვიაშვილის გამოფენა 23 მაისს გაიხსნება და სტუმრებს ყოველდღე 10:00-იდან 18:00 საათამდე უმასპინძლებს. მხატვრის ფერწერული ნამუშევრების გაცნობის საშუალება დამთვალიერებელს 23 ივლისის ჩათვლით ექნება. Bentley Exhibitions-ის ფარგლებში გამოფენების სერია წლის ბოლომდე გაგრძელდება. 2025 წლის ბოლოს, პროექტის შეჯამების სახით, აუქციონი მოეწყობა, სადაც Bentley-ს შოურუმში წლის განმავლობაში გამოფენილი ნამუშევრები გაიყიდება. Bentley Exhibitions სერიის კურატორია სოფო კოლხიდაშვილი, ღონისძიების პარტნიორია Bang & Olufsen; Cityzen.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია Bentley Centre Tbilisi ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. Bentley Centre Tbilisi მომხმარებელს სთავაზობს ლეგენდარული luxury ბრენდის უახლეს მოდელებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















