„ავერსის კლინიკაში“ ,,გამა ნაიფის“ (Gamma knife) პრეზენტაცია გაიმართა
საქართველო, თბილისი - 10:35 | 07.11.2024 ნანახია: 3029
6 ნოემბერს „ავერსის კლინიკაში“ გაიმართა გამა ნაიფ ესპრიტის (Gamma Knife Esprit) ოფიციალური პრეზენტაცია. გამა ნაიფი (Gamma Knife) არის უსაფრთხო, უმტკივნეულო და უსისხლო რადიოქირურგიული მეთოდი, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიების მკურნალობის ოქროს სტანდარტს.
„ავერსის კლინიკა“ პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც მკურნალობის ეს ყველაზე თანამედროვე მეთოდი დანერგა. გამა ნაიფის (Gamma Knife), მისი უნიკალური შესაძლებლობებისა და საუკეთესო შედეგების გამო, მსოფლიოს წამყვანი კლინიკები ირჩევენ. ამ რადიოქირურგიული მეთოდით წელიწადში 90 000-მდე პაციენტი იკურნება.
გამა ნაიფით (Gamma Knife) მკურნალობენ:
- თავის ტვინის კეთილთვისებიან სიმსივნეებს:
- თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნეებს;
- სამწვერა ნერვის ნევრალგიას;
- ტვინის არტერიოვენურ მალფორმაციას;
- ნებისმიერ სიმსივნეს, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის სასიცოცხლო ფუნქციაზე;
- ეპილეფსიის განსაზღვრულ ფორმებს;
- ესენციურ ტრემორს.
პროცედურის დროს რადიაქტიური სხივები კონად იკრიბება და დაზიანებული ქსოვილისკენ მიემართება მის გასანადგურებლად. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სხივები არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს.
გამა ნაიფით (Gamma Knife) მკურნალობის უპირატესობები:
- არაინვაზიური პროცედურაა, რომელიც არ მოითხოვს განაკვეთს, შესაბამისად, არ ტოვებს ნაიარევს თავის ქალაზე;
- მინიმალურია ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკი;
- მკურნალობა სრულდება ერთ სეანსში;
- პაციენტთა უმრავლესობა შინ ბრუნდება პროცედურიდან რამდენიმე საათის შემდეგ და მეორე დღესვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს;
- უსაფრთხოა ორსულებისა და ბავშვებისთვის.
გამა ნაიფი (Gamma Knife) - ვისაც ყველაზე ძვირფასს, გონებას ანდობ!
ღონისძიებას ესწრებოდნენ:
„ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე;
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხელ სარჯველაძე;
„ავერსის კლინიკის“ დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე;
Gamma Knife-ის ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი;
სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები;
მერიის, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები;
ჰოლდინგ „ავერსის“ წარმომადგენლები.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















