გოგოები ტექში ანუ გზა ციფრული მომავლისკენ - „თეგეტას“ და „სქილვილის“ ერთობლივი პროექტი გრძელდება
საქართველო, თბილისი - 17:19 | 26.09.2024 ნანახია: 2992
უკვე ხუთი თვეა, საქველმოქმედო ფონდ „ჩართეს“ ბენეფიციარი 10 სტუდენტი გოგო „თეგეტა ჰოლდინგის“ დაფინანსებით ნეო უნივერსიტეტ „სქილვილში“ ციფრულ პროფესიებს ეუფლება. პროგრამირების, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების 7-თვიან კურსებს შორის, სტუდენტებმა არჩევანი თავიანთი ინტერესისა და ოცნების მიხედვით გააკეთეს. პროექტი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, შესაძლებლობას აძლევს მათ მაღალანაზღაურებად პროფესიებს დაეუფლონ.
პროექტის მიმდინარეობის ხუთი თვის თავზე, „თეგეტას“ სტიპენდიატების ნაწილი რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს იკავებენ და კურსზე, სადაც ციფრულ პროფესიებს 100-მდე სტუდენტი ეუფლება, პირველ ოცეულშიც არიან. როგორც თავად ამბობენ, ტექნოლოგიები, რომლებიც შორიდან მიმზიდველად ეჩვენებოდათ, სწავლის პროცესში რთული, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა.
მარიამ ქანთარია, „თეგეტას“ სტიპენდიატი: „პროექტის ფარგლებში გრაფიკულ დიზაინსა და UX/UI დიზაინს ვსწავლობ. ეს დღეს, შეიძლება ითქვას, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა ბაზარზე, რომელიც მრავალფეროვან, დინამიკურ და კრეატიულ სამუშაოს გვთავაზობს. ხშირ შემთხვევაში გრაფიკული დიზაინერების სამუშაო გრაფიკი მოქნილია, ასევე შეგიძლია, იმუშაო დამოუკიდებლად, რაც ამ პროფესიის დიდ უპირატესობად მიმაჩნია. ზოგადად, პროფესიები, რომლებიც ტექნოლოგიებთანაა კავშირში, ყოველთვის განსაკუთრებულად მაინტერესებდა. მომწონს ისეთი სფეროები, სადაც ახალი ინსტრუმენტების გამოყენება შეგიძლია, მუდმივად სწავლა და განვითარება გჭირდება. ასეთი საქმე საშუალებას გვაძლევს, საკუთარ თავში მუდმივად აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები. ვფიქრობ, ეს ასპექტები გრაფიკულ დიზაინს გამორჩეულად საინტერესო პროფესიად აქცევს, რაშიც სწავლის დაწყების შემდეგ კიდევ მეტად დავრწმუნდი. როდესაც გავიგე, რომ „თეგეტა“ ამ კურსის გავლის შესაძლებლობას გვაძლევდა, პირველივე წამიდან გადავწყვიტე პროექტში ჩავრთულიყავი და მთელი სულითა და გულით დავწერე სამოტივაციო წერილი, თუ რატომ მსურდა ამ მიმართულებაზე სწავლა. სასიხარულოა, როცა სტიპენდიატები ის სტუდენტები არიან, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ ფინანსური მხარდაჭერა თავიანთი პროფესიული ოცნებების ასასრულებლად“.
„სქილვილი“ პირველი ნეო უნივერსიტეტია რეგიონში, რომელიც 2018 წლიდანაა განათლების სფეროში ჩართული და სწავლების ინოვაციური მეთოდებით ზრდის მომავლის პროფესიონალებს. უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ „თეგეტას“ სტიპენდიატ სამ წარჩინებულ გოგონას შესაძლებლობა მიეცემა, 3-თვიანი სტაჟირება გაიაროს „თეგეტა ჰოლდინგის“ ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული მარკეტინგის დეპარტამენტებში, დასაქმების პერსპექტივით. მოტივაცია იმდენად ძლიერია, რომ ბარიერი არც გათენებული ღამეებია და არც მუშაობის პარალელურად დავალებების მზადება.
თამარ ყულჯანიშვილი, „თეგეტას“ სტიპენდიატი: „პროექტ „ჩართეს“ მონაწილე გახლავართ. ამავე პროექტის დახმარებით გავიგე, რომ შანსი მქონდა, „თეგეტას“ დაფინანსება მომეპოვებინა და გამევლო კურსი, რომელიც შესაძლებლობას მომცემდა, ჩემთვის სრულიად უცხო სფეროში მომესინჯა ძალები. ავირჩიე პროგრამირება ნულიდან. მიუხედავად იმისა, რომ სიახლეები, ზოგადად, არ მაშინებს, მაინც ვღელავდი - არ ვიცოდი, რამდენად გავართმევდი თავს ამ კურსს. მიხარია, რომ გამომდის. ყველა ლექციის შემდეგ გვაქვს თემატური დავალებები, რაც სწავლის პროცესს, ახალი ინფორმაციის მიღებასა და ათვისებას მნიშვნელოვნად გვიიოლებს. უკვე არაერთ ჯგუფურ პროექტზე ვიმუშავეთ, ვფიქრობ, მზად ვარ, ძალები მარტომაც მოვსინჯო. რთული პროფესიაა, თუმცა მოტივაცია ბევრს წყვეტს. მუშაობის პარალელურად ვსწავლობ, დიდ იმედებს ვამყარებ ამ კურსის წარმატებით დასრულებაზე, ამიტომ მაქსიმალურად მობილიზებული ვარ. ამ თვეების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ესაა სფერო, რომელიც ნამდვილად მაინტერესებს. სწავლის პროცესში თავს კომფორტულად ვგრძნობ, დანარჩენი, ვფიქრობ, ჩემზეა დამოკიდებული. „თეგეტამ“ და „ჩართემ“ შანსი მომცეს, ჩემი ოცნება რეალობად ვაქციო, ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ასე მოხდეს“.
ქალების მხარდაჭერა და მათი როლის გაძლიერება „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ კორპორაციული მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანია მუდმივად ზრუნავს გენდერულად დაყოფილ პროფესიებში ბარიერების დაძლევაზე და სამუშაო გარემოში ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაზე.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „გვიხარია, რომ კიდევ ერთი პროექტი, რომელიც გენდერული სტერეოტიპის დაძლევას ემსახურება წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენი სტიპენდიატები წარჩინებულები არიან კურსზე. რეიტინგები ცხადყოფს, რომ მათ შესანიშნავად აითვისეს ციფრული პროფესიები, რომლებიც სრულიად ახალი სფეროა მათთვის, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ გოგონების ადგილი ტექშია. პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ Tegeta.care-ის პარტნიორ ორგანიზაცია „ჩართესთან“ და შესაძლებლობა გვაქვს, ვიყოთ იმ გოგონების გვერდით, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ განათლებაზე წვდომა. ვფიქრობ ტექნოლოგიური პროფესიების ათვისება, სამომავლოდ მათ მაღალანაზღაურებად სფეროებში თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარება“.
პროექტის ფარგლებში ციფრული პროფესიებით დაინტერესებული გოგონები საქველმოქმედო ფონდ „ჩართეს“ ბენეფიციარებს შორის კითხვარისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩნენ. პროექტი „ჩართე" 2017 წლიდან რიგითი მოქალაქეებისა და კომპანიების მხარდაჭერით მიმდინარეობს და რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის კომპიუტერების გადაცემას, ინტერნეტის დაფინანსებასა და საგანმანათლებლო მხარდაჭერას უზრუნველყოფს. პროექტში უკვე ჩართულია 2 700-ზე მეტი ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- მინდა ცეცხლის სწრაფი შეწყვეტა მოხდეს, მაგრამ თუ დღეს ესარ მოხდება, ბედნიერი. არ ვიქნები - დონალდ ტრამპი
- სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმება დიდი ნაბიჯია, თუმცა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებას გააგრძელებს - ჯო უილსონი
- ომში ვართ ავტორიტარულ რეჟიმთან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, ამ ომში ან საკუთარი დღის წესრიგი მოახვიოს სხვებს თავს ან წინააღმდეგობის ველი მოისუფთაოს და ასე იქცეს რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად - ვახუშტი მენაბდე
- მინდა ვკითხო არალეგიტიმურ ხელისუფლებას, ევროკავშირი დაიწყებს მსჯელობას, როგორ შესრულდა პირობები, რა გაკეთდა, რა გაქვთ სთქმელი? - სალომე სამადაშვილი
საზოგადოება
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
სამართალი
- პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
- კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ 10 პირის საქმის მთავარი გამომძიებლის განცხადებით, ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის
- ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ასტრახანის ოლქში მდებარე პორტში დაბომბა გემი, რომელიც ირანული დრონების ნაწილებითა და საბრძოლო მასალით იყო დატვირთული
- დონალდ ტრამპმა ევროპელ და უკრაინელ ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ მზადაა, გარკვეული პირობებით, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს - Politico
- რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნაზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა
- დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინისგან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება