"თეგეტა ჰოლდინგი" და "რინგოვეტი" მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად
საქართველო, თბილისი - 12:49 | 13.08.2024 ნანახია: 3534
ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად შეჰქმნიათ; დაშავებული ძაღლი თუ კატა ქუჩაშიც ბევრჯერ გვინახავს და დახმარების სურვილიც გაგვჩენია. თუ აქამდე ერთადერთი გამოსავალი მათი უახლოეს ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანა იყო, მალე ცხოველების დასახმარებლად ალტერნატიული გზაც გამოჩნდება. "რინგოვეტი" პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარებაა, რომელიც სატესტო რეჟიმში სექტემბრიდან ამოქმედდება.
"რინგოვეტი" პირველ ეტაპზე შეზღუდული რესურსით იმუშავებს, თუმცა, გეგმის მიხედვით, მალე მთელ თბილისს დაფარავს. ამოქმედდება მობილური აპლიკაციაც. ცხოველების სასწრაფო დახმარების სამსახური 24-საათიანი იქნება და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ვეტექიმი ადგილზე გამოიძახოს, ანუ ყველგან, სადაც ძაღლებსა და კატებს სპეციალისტის დახმარება დასჭირდებათ.
მყისიერი ვეტერინარული სერვისის უზრუნველსაყოფად აუცილებელი პირობა შესაბამისი ტრანსპორტით აღჭურვა იყო. ცხოველებზე ზრუნვისთვის "რინგოვეტს" 2022 წელს გამოშვებული NIU-ს ელექტროსკუტერი - NQI sport – "თეგეტა ჰოლდინგმა" გადასცა.
თათია ხორბალაძე, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "რინგოვეტის" უმთავრესი მიზანი მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა და მათი გადარჩენაა. ამ ინოვაციურ ტექნოლოგიურ სტარტაპს "თეგეტამ" მხარდაჭერა პირველივე დღიდან გამოუცხადა. ასეთი სერვისი ჩვენს ქვეყანაში აქამდე არ არსებობდა, ამიტომ სიხარულით შევუერთდით ამ წამოწყებას. ჩვენი კონტრიბუციის მიზანია, ორგანიზაციის ვეტექიმებს ოპერატიულად გადაადგილებაში დავეხმაროთ. სწორედ ამ მიზნით გადავეცით "რინგოვეტს" ელექტროსკუტერი - სწრაფი და ეკოლოგიური სატრანსპორტო საშუალება.
"თეგეტასთვის" საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვა კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიუსაფარი ცხოველებიც ამ გარემოს ნაწილი არიან და მათთვის დახმარების აღმოჩენა მნიშვნელოვანია. მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად საზოგადოებას გადამწყვეტი როლი აკისრია, ამიტომ "რინგოვეტის" მსგავს სოციალურ საწარმოებს სხვა ბიზნესებისა და საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ამის საშუალებას კი ნებისმიერ მსურველს დონაციის პლატფორმა Tegeta.care-ის საშუალებით ვაძლევთ".
"რინგოვეტის" მიზანია, მომხმარებლებმა მაქსიმალურად მარტივად შეძლონ ვეტექიმის გამოძახება გეგმური თუ სასწრაფო საჭიროებებისთვის, თავიდან აირიდონ კლინიკაში ვიზიტი და დაზოგონ დრო. "რინგოვეტი" იქნება პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარება ადგილზე გამოძახებით, როგორც შინ მცხოვრები, ისე მიუსაფარი ცხოველებისთვის. სასწრაფო დახმარება პირველ ეტაპზე თბილისის ფიქსირებულ არეალს მოიცავს: ვერაზე განთავსდება დეპო, რომელიც 5 კილომეტრის რადიუსს დაფარავს. "რინგოვეტის" ვეტექიმი გამოძახებებზე "თეგეტას" გადაცემული ელექტროსკუტერით ივლის.
ნესტან მამაცაშვილი, "რინგოვეტის" დამფუძნებელი: "რინგოვეტის" შექმნის იდეა 3 წლის წინ გამიჩნდა და მას მერე მის განხორციელებაზე ვმუშაობ. ევროკავშირისგან ორი გრანტის მიღება უკვე შევძელით. სწორედ აღნიშნული გრანტებითა და კერძო შემოწირულობებით მოვახერხეთ "რინგოვეტის" ბრენდინგი. გავმართეთ აპლიკაცია როგორც ტექნიკურად, ასევე ვიზუალურად.
თავდაპირველად გამოძახება გვექნება არასასწრაფო მიმართულებით, რადგან აპლიკაციის სრულფასოვნად ამუშავებას დამატებთი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. პირველ ეტაპზე რინგოვეტის მომსახურება ყოველდღიურად 18-დან 23 საათამდე იქნება ხელმისაწვდომი, მალე კი 24-საათიან მომსახურებაზე გადავალთ. პროექტის მთავარი მისია მიუსაფარი ცხოველების სამსახურში ყოფნაა. ვფიქრობ, ძალიან დროული და მნიშვნელოვანი პროექტია. ქვეყანაში არასახარბიელო ვითარებაა: ბოლო კვლევებით, საქართველოში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობამ ნახევარ მილიონს მიაღწია. მჯერა, "რინგოვეტის" პატარ-პატარა ნაბიჯებით არსებულ ვითარებას მნიშვნელოვნად შევცვლით და ამ სავალალო სტატისტიკასაც გავაუმჯობესებთ. ამ გზაზე კი ძალიან მნიშვნელოვანია "თეგეტას" მსგავსად კერძო კომპანიების ჩართულობა და მხარდაჭერა".
მობილური აპლიკაციის ამოქმედების შემდეგ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, 24/7 გამოიძახონ ან წინასწარ დაჯავშნონ ვეტერინარის ვიზიტი დედაქალაქის მასშტაბით სასურველ ადგილზე - ბინაზე თუ საველე პირობებში, გაიარონ ვიდეოკონსულტაცია, მიიღონ რეკომენდაციები და დანიშნულება ვეტექიმისგან. სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაშავებულ მიუსაფარ ცხოველს უმკურნალებს და პროფილაქტიკურ აცრებსაც ჩაუტარებს, ეს კი ქუჩაში გადაადგილებას უფრო უსაფრთხოს გახდის და ცხოველების ყოფასაც გააუმჯობესებს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა აკავებენ, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე, რეჟიმი ასამართლებს ადამიანთა ყველაზე მშრომელ ნაწილს, რომელზეც დგას ამ ქვეყნის თავისუფლება - ანა წითლიძე
- სახელმწიფო გადატრიალება უცხოეთიდან რომ იყო დაგეგმილი, ხელის გულზე დევს, ადგილობრივმა რადიკალებმა თავიანთ ინსტრუქტორებს შეუქმნეს პირობები, რომ ორგანიზატორებმა აირიდონ პასუხისმგებლობა - შალვა პაპუაშვილი
- ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
- იმედია, მურთაზი, სხვა დაკავებულები, მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რუსეთს და რუსული ტიპის დიქტატურას როდესაც ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ - თინა ბოკუჩავა
საზოგადოება
- წიგნი ეკოცნობიერების ამაღლებისთვის - „თეგეტასა“ და „მწვანე პოლუსის“ კოლაბორაცია
- AgriPreneur Sprint - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით პრეაქსელერაციის პროგრამას იწყებს
- ბუნება და კომფორტი ერთად - „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ თანამედროვე საპიკნიკე ზონები მოეწყო
- „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ მხარდაჭერით ანსამბლ „ჰერიოს“ 15 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართება
სამართალი
- ია დარახველიძემ საპატიმრო დატოვა
- სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ფაქტებზე კიდევ 13 პირს წარედგინა ბრალი
- გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს
- პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისთვის Tomahawk-ების მიწოდებაზე ისაუბრეს - Axios
- ღაზის სამშვიდობო შეთანხმების პირველი ფაზის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვანი გარღვევაა, ყველაფერს გავაკეთებთ მის განხორციელებლად - კაია კალასი
- სიამაყით ვაცხადებ, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, ყველა მძევალი ძალიან მალე გათავისუფლდება და ისრაელი თავის ჯარებს შეთანხმებულ ხაზზე გაიყვანს - დონალდ ტრამპი
- ევროპარლამენტმა უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმს მხარი დაუჭირა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება