ქართველი და მსოფლიო კინემატოგრაფისტები - პრემია „ელისოს“ ჟიურის „თეგეტა“ და „თეგეტა ქარსი“ წარადგენენ
საქართველო, თბილისი - 13:29 | 22.05.2024 ნანახია: 4115
14 ივნისს ნატო ვაჩნაძის მშობლიური გურჯაანი კინოენაზე ახმაურდება. სიმბოლურად, მსახიობის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქი ნატო ვაჩნაძის ფონდის მიერ ახლად დაარსებულ პრემია „ელისოს“ დაჯილდოებას უმასპინძლებს.
პრემია „ელისო“ წელს პირველად გაიმართება. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში დასახელდებიან: საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. ჟიური 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმებს განიხილავს. სამივე ნომინაციაში გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება.
უკვე ცნობილია ჟიურიც, რომლის შემადგენლობაც ასე გამოიყურება: რეჟისორი და პროდიუსერი ნინო ორჯონიკიძე, კასტინგის რეჟისორი დიქსი ჩესი, რეჟისორი/სცენარისტი ბაბაკ ჯალალი, მსახიობი/სცენარისტი თაკი მუმლაძე და რეჟისორი და ოპერატორი ტატო კოტეტიშვილი. პრემია „ელისოს“ დაჯილდოებაზე საერთაშორისო ჟიურის წარმდგენია „თეგეტა“ და „თეგეტა ქარსი“.
დეა ზანგური, „თეგეტას“ ბრენდის მარკეტინგის ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის ასეთი მასშტაბური კულტურული ღონისძიების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტს შთამბეჭდავი ჟიური ჰყავს და მიხარია, რომ თეგეტა და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება „თეგეტა ქარსი“ სწორედ მათი წარმდგენები ვართ. საამაყოა, რომ ქართულ ნამუშევრებს კინემატოგრაფიის ასეთი ძლიერი პროფესიონალები შეაფასებენ. ეს ღონისძიება ნატო ვაჩნაძის ფონდის ინიციატივით გაიმართება და მჯერა, რომ ის მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურის განვითარებისთვის“.
ელლა კამლაძე, „თეგეტა ქარსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „თეგეტა ქარსისთვის“ დიდი პატივია ნატო ვაჩნაძის ფონდისა და პრემია „ელისოს“ მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში კინემატოგრაფიის განვითარებასა და ნიჭიერი ხელოვანების წარმოჩენას. ჟიურის საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი წევრების სახელები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული კინემატოგრაფიის ისტორიას, რომელიც ნატო ვაჩნაძის სახელს უკავშირდება, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო რუკაზე. მჯერა, ფონდის სახელით ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“.
კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამორჩეულია საკუთარი ნამუშევრებითა და კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილით. ჟიურის ერთ-ერთმა ქართველმა წევრმა რეჟისორმა ნინო ორჯონიკიძემ 2008 წელს ვანო არსენიშვილთან ერთად დააარსა დამოუკიდებელი კინოკომპანია „არტეფაქტ პროდაქშენი“. დღეს ის საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტში ასწავლის დოკუმენტური და ექსპერიმენტული კინოს რეჟისურას. მისი ფილმოგრაფია ისეთი ნაწარმოებებითაა წარმოდგენილი, როგორებიცაა „თავშესაფრის მაძიებელნი“, „ინგლისურის მასწავლებელი“, „გვირაბი“, „ხიდი“ და სხვა.

დიქსი ჩესი ბრიტანელი კასტინგის რეჟისორია, რომელიც მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა: „მონანიება“, „ზომბი, სახელად შონი“, „მიუნხენი“, „ბრიუგეში“, „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“ და სხვა. ის თანამშრომლობს ცნობილ რეჟისორებთან და სცენარისტებთან, რომელთა შორისაა სტივენ სპილბერგი, დენი ვილნევი, იორგოს ლანთიმოსი, ჯო რაიტი, ალფონსო კუარონი, ედვარდ ბერგერი, დეივიდ ჰეირი და ტონი მაკნამარა. დიქსი ჩესის ბოლოდროინდელი პროექტებია: „Poor things“, „Favorite“, „დიუნი 2“ და სერიალი „დიადი“. მისი კიდევ ერთი ნამუშევრის - იორგოს ლანთიმოსის ფილმის Kinds of kindness-ის პრემიერა კი წელს კანის კინოფესტივალზე გაიმართა.

ჟიურის კიდევ ერთი უცხოელი წევრი ბაბაკ ჯალალია - ირანელ-ბრიტანელი კინორეჟისორი და პროდიუსერი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ფილმი „რადიო სიზმრები“, რომელიც როტერდამის 45-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.

რაც შეეხება ჟიურის კიდევ ერთ ქართველ წევრს, თაკი მუმლაძე მსახიობი და სცენარისტია. მან კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მოიპოვა, ბელფასტში კი დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო სცენარისტი.

„ელისოს“ კონკურსში შემოსულ ნამუშევრებს შეაფასებს ტატო კოტეტიშვილი, რომელიც 2014 წელს გადაღებული ფილმის „ოგასავარის“ დამდგმელი რეჟისორია, დამდგმელ ოპერატორად კი ნამუშევარი აქვს არაერთ ქართულ ფილმზე, რომელთა შორისაა: „შემთხვევითი პაემნები“, „ანას ცხოვრება“, „სანამ მამა დაბრუნდება“ და სხვა.

პრემია „ელისო“ ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. ფონდი კინემატოგრაფისტებისა და ნატო ვაჩნაძის ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. მისი მთავარი მიზანი ხელოვნების, განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა.
ნატალია ჯუღელი, „ნატო ვაჩნაძის ფონდის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი: „ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 120 წლის აღსანიშნავად პრემიის დაარსების იდეა თითქოს ძალიან ბუნებრივად დაიბადა, თუმცა ეს იდეა ყველაზე მეტად, ალბათ, ნატოს სახლ-მუზეუმში სახალხო დღესასწაულის ტრადიციის არსებობას უკავშირდება. ზოგადად, მსოფლიო კინოპრემიებს თუ გადავხედავთ, პრემია მხოლოდ პროფესიული დაფასება არ არის, ინდუსტრიაში მსგავსი ღონისძიებები და გადაწყვეტილებები ძალიან ბევრ სხვა პროცესსაც განსაზღვრავს. ჩვენც იმედი გვაქვს, რომ პრემია „ელისოს“ წინ მნიშვნელოვანი გზა ელის. პრემიის პირველი წლის ჟიური ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს საერთო გადაწყვეტილებით შევარჩიეთ. ვფიქრობ, ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო შემადგენლობა გამოვიდა“.
კინოპრემია „ელისო“ გურჯაანში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლები. პრემიის მთავარი პარტნიორია „თეგეტა“ და „თეგეტა ქარსი“, გენერალური სპონსორი კი - „თიბისი“.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















