„საგაზაფხულო ბაზრობა 2024“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართება
საქართველო, თბილისი - 18:02 | 12.04.2024 ნანახია: 5706
„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს“ (IWAG) ორგანიზებითა და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა „საგაზაფხულო ბაზრობა 2024“ გაიმართება. ღონისძიებას 14 აპრილს სასტუმრო „პარაგრაფი“ უმასპინძლებს.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ადგილობრივი წარმოების მრავალფეროვანი პროდუქცია. მათ შორის, საგაზაფხულო თემატიკის ნაკეთობები, ხელნაკეთი სამკაულები, ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი სამოსი და აქსესუარები. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა კი სრულად მოხმარდება საქველმოქმედო პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების მხარდასაჭერად გადანაწილდება. წელს პროექტების მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობა იქნება.
„თეგეტა ჰოლდინგისთვის“ საზოგადოებაზე ზრუნვა კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. შესაბამისად, კომპანიისთვის პრიორიტეტულია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებშიც ადამიანები სასიკეთო ცვლილებებისთვის ერთიანდებიან და საზოგადოებრივ კეთილდღეობაში შეაქვთ წვლილი.
თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტას კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიაში საზოგადოებაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საგაზაფხულო ბაზრობა თავისი შინაარსით გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რიგითმა მოქალაქეებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ვიზრუნოთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაში. სახალხო დაფინანსების მობილიზება, რა მიზანსაც ეს ღონისძიება ემსახურება, ქველმოქმედებისა და სასიკეთო ცვლილებებისთვის ადამიანების გაერთიანების შესანიშნავი შესაძლებლობაა.
მნიშვნელოვანია, რომ „თეგეტას“ თანამშრომლებიც ჩაერთვებიან ღონისძიებაში და თავიანთი თანამონაწილეობით გარკვეულ წვლილს შეიტანენ ამ საქველმოქმედო პროექტში“.
წელს „საგაზაფხულო ბაზრობა“ ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ეწყობა. 1999 წლიდან „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო“ „ზამთრის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვებს“ მართავს. პროექტების შერჩევითა და მონიტორინგით კი სპეციალური საქველმოქმედო კომიტეტია დაკავებული.
ნანა დვალი, „ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოს დამფუძნებელი“: „უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებაში ყოველთვის ჩართული იყო საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები. გასული წლის „ზამთრის ბაზრობაზე“ დაახლოებით 200 000 ლარის მობილიზება გახდა შესაძლებელი. ამ თანხით ფინანსდება მიმდინარე სოციალური პროექტები.
„ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო“ მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1996 წელს და მხარს უჭერს საქართველოში სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებას. ორგანიზაციის პროექტები, ძირითადად, ორიენტირებულია ჯანმრთელობის, განათლების, ქალთა მხარდაჭერაზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. მიმდინარე წელს დასაფინანსებელი პროექტების მთავარი მიმართულებაა „განათლება და სწავლება უკეთესი მომავლისთვის“.
„საგაზაფხულო ბაზრობაზე“ მოსულ სტუმრებს საინტერესო შეთავაზება ელოდებათ ტურიზმის, კულინარიის, ქართული ღვინისა და ყველის კომპანიებისგან. ბაზრობის მცირეწლოვან სტუმრებს კი სპეციალურად მათთვის შექმნილი საბავშვო გასართობი კუთხე უმასპინძლებს.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















