ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“ შოურუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა
საქართველო, თბილისი - 14:01 | 02.04.2024 ნანახია: 5845
„ვოლვო ქარ საქართველომ“ 30 მარტს, ექიმების საერთაშორისო დღეს, შოურუმში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოში მოქმედი სხვადასხვა დარგის ექიმები დაესწრნენ, რომლებსაც კომპანიამ პროფესიული დღე მიულოცა.
შეხვედრის მთავარი მიზანი ის საერთო ღირებულებები გახლდათ, რომლებიც „ვოლვოსა“ და ექიმებს აერთიანებთ - ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.
ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიას“ მარკეტინგის მენეჯერი: „გვიხარია, რომ ვოლვოს გუნდის სახელით შესაძლებლობა გვქონდა, ექიმებისთვის პროფესიული დღე მიგველოცა. ჩვენი ბრენდისთვის ადამიანის სიცოცხლე, ისევე როგორც ამ პროფესიის წარმომადგენლებისთვის, უმნიშვნელოვანესია. ყველასთვის ცნობილია, რომ „ვოლვო“ შვედური ბრენდია, რომელიც უკვე 100 წელია, ნოვატორია უსაფრთხოების მიმართულებით და ცდილობს, მინიმუმამდე შეამციროს უბედური შემთხვევების რისკი. ამ ღირებულებებითა და ფასეულობებით ჩვენი ბრენდი ძალიან ახლოსაა ექიმებთან, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. სწორედ ეს ყველაფერი აქცევს „ვოლვოს“ მსოფლიოში ექიმების საყვარელ ბრენდად და ჩვენც ძალიან კარგად გვესმის მათი პროფესიის სირთულეები და მნიშვნელობა, ამიტომ ყოველთვის გამოვიყენებთ შესაძლებლობას, მადლობა გადავუხადოთ იმ შრომისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად ეწევიან“.

„ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში მოწვეულ ექიმებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, ტესტდრაივზე ისეთი უახლესი მოდელები გამოეცადათ, როგორებიცაა: Volvo XC90, Volvo XC60 და Volvo EC40.
„ვოლვოს“ ყველა ტექნოლოგიური სიახლე ერთ მიზანს ემსახურება - მინიმუმამდე დავიდეს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი და, მით უფრო, ფატალური შედეგების რაოდენობა. სწორედ Volvo XC90-ია ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და საქართველოში გაყიდვადი მოდელი, რომელიც, სტატისტიკის მიხედვით, ერთ-ერთია იმ იშვიათ ავტომობილთა შორის, რომელთა ავტოსაგზაო შემთხვევაც ლეტალურად არასდროს დასრულებულა.

დავით ხარაბაძე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ექიმი: „ძალიან სიმბოლურია, რომ ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვოს“ შოურუმში სხვადასხვა დარგის ექიმები მოგვიწვიეს, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ აღნიშნული ბრენდი მთავარ აქცენტს უსაფრთხოებაზე აკეთებს. „ვოლვოში“ ადამიანი ყველაზე დაცულად გრძნობს თავს. ჩვენთვის კი, როგორც ექიმებისთვის, სწორედ ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. მეც ამ დარგის წარმომადგენელი გახლავართ და სასიამოვნოა, რომ ისეთ დიდ ბრენდთან, როგორიც „ვოლვოა“, საერთო ღირებულებები გვაერთიანებს“.
„ვოლვო ქარ საქართველოს“ მულტიფუნქციურ სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ „ვოლვოს” ისტორიასა და ინოვაციებს, რომლებიც საგამოფენო კედელზე იყო წარმოდგენილი. მათ შორის იყო უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი, რომელიც ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ზრუნვის მიზნით „ვოლვოს“ ინჟინერმა 1959 წელს შექმნა. უსაფრთხოების ღვედი „ვოლვომ“ განზრახ არ დააპატენტა და უსასყიდლოდ გადასცა სხვა ავტომწარმოებლებს, რათა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინა. „ვოლვო“ მუდმივად ზრუნავს გარემოზეც და სწორედ მისი ინოვაციაა ლამბდა ზონდი, ბრმა ზონის მანიშნებელი და სხვა მრავალი. ასევე, „ვოლვოს“ მკვლევართა სპეციალური გუნდი ჰყავს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მიდის, ავარიის გამომწვევ მიზეზებს იკვლევს და შედეგების შესაბამისად ცდილობს, მეტი უსაფრთხოებისთვის ავტომობილის ტექნიკური მონაცემები გააუმჯობესოს.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. „ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















