აშშ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს დაკავების საფრთხის გამო, მოერიდონ რუსეთში მოგზაურობას
საქართველო, თბილისი - 11:19 | 22.02.2024 ნანახია: 1052
აშშ-ის მოქალაქეები უნდა მოერიდონ რუსეთში მოგზაურობას, რადგან ქვეყანაში მათი დაკავების რისკი არსებობს. ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარატმენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა.
"ამერიკის არცერთმა მოქალაქემ არ უნდა განიხილოს რუსეთში მოგზაურობა რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს, რადგან ისინი დაკავების რისკის ქვეშ არიან", - თქვა მილერმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ითხოვს საკონსულო წვდომას რუსეთში დაკავებული ამერიკული პასპორტების მფლობელებთან. „ამჟამად ჩვენ არ გვაქვს ბევრი რეგულარული კონტაქტი რუსეთის ხელისუფლებასთან, მაგრამ ჩვენი საელჩო აგრძელებს ამ საკითხის რეგულარულ საფუძველზე წინ წამოწევას“, - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
ამასთან, მილერის თქმით, ვაშინგტონი მუშაობს რუსეთში უკანონოდ დაკავებული ამერიკელების გათავისუფლებაზე.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ ურჩია ამერიკელებს თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან. 2022 წელს რუსეთი მოხვდა D ჯგუფში ამერიკის მოქალაქეების დაკავების რისკის გამო. ამ ჯგუფში ასევე შედის ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, მიანმარი და ვენესუელა.
2023 წელს ეკატერინბურგში დააკავეს Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი. ის გახდა პირველი ამერიკელი ჟურნალისტი 1986 წლის შემდეგ, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ეფ-ეს-ბეს ცნობით, გერშკოვიჩმა, „ამერიკის მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე“, შეაგროვა სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაცია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ. ჟურნალისტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით წაუყენეს (ჯაშუშობა, მაქსიმალური სასჯელი - 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა). გერშკოვიჩი უარყოფს თავის დანაშაულს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















