ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა - კახა კალაძე ოპოზიციაზე
საქართველო, თბილისი - 15:54 | 15.02.2024 ნანახია: 7248
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გადალახვა დიდი წარმატება იქნება, რადგან მათ გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ.
როგორც მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, „ნაცმოძრაობას“ შეუძლია, მოქალაქეები ატაროს იქ, სადაც უნდა, მათ შორის, „ხმების მცველის სკოლაში“.
„არ ვიცი. ალბათ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ამის საჭიროება, რომ სკოლაში ატაროს ადამიანები, ვინც ხმას ითვლის. ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ იარონ, არანაირი პრობლემა ამაში არაა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენდა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წარსულში და რა საქმიანობით იყო დაკავებული.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანები, პოლიტიკური პარტიები დღეს რაღაც სახელებს რომ ირქმევენ, ყველა აღმოცენებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან. შეიძლება მაშინ ბატონი ხაზარაძე არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული წარმომადგენელი, მაგრამ ჰქონდა თავისი ფუნქცია, რაც ყველამ კარგად ვიცით, რა იყო. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რა საზიზღრობით გამოირჩეოდნენ და რა სიმძიმით, ყველას კარგად გვახსოვს. დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან, არაფერი შეცვლილა - იმავეს აკეთებენ, უბრალოდ, ნაკლები რესურსი და შესაძლებლობები აქვთ. მსგავს ადამიანებს არათუ რაიმე სიმრავლით შეუძლიათ პარლამენტში მოხვედრა, საერთოდ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ წარმატების. თუ საარჩევნო ბარიერს გადალახავენ, ეს მათთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ყოველთვის ქართულ საქმეს აკეთებდა და დღესაც დგას იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდება.
„ვისმენთ ისეთ განცხადებებს, ქმედებებს თუნდაც პარტია „ლელოდან“, მისი დამფუძნებლების მხრიდან, რომ საოცარია. მუქარებით, ამ განცხადებებით ჩანს, ვინ არიან ისინი და რას წარმოადგენენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა. ეს ყველაფერი პატარა ადამიანების სპეკულაციებია. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში, ყოველთვის აკეთებდა ქართულ საქმეს ხაზარაძისგან განსხვავებით, უამრავი ქველმოქმედება და კეთილი საქმე აქვს გაკეთებული და დღესაც დგას იქ, სადაც ჩვენს სამშობლოს, ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება. ვიცით ხაზარაძეების და ვიღაცების წარსული, ვიცით რით იყვნენ დაკავებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ის პოლიტიკური პარტიის წევრი არ იყო, მაგრამ ისეთ სიბინძურეს კადრულობდა და აკეთებდა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ასეთ ადამიანებს ყოველთვის გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















