გაყიდვების 45%-იანი ზრდა და საერთაშორისო ჯილდოები - "ვოლვო ქარ კავკასიის" 2023 წლის წარმატება
საქართველო, თბილისი - 16:16 | 08.02.2024 ნანახია: 2492
გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებელი, სრულიად ახალი კონცეფციის შოურუმი, საერთაშორისო ჯილდოები და მასშტაბური გეგმები 2024 წლისთვის - „ვოლვო ქარ კავკასიისთვის“ 2023 წელი იმაზე პოზიტიური აღმოჩნდა, ვიდრე კომპანია წლის დასაწყისში პროგნოზირებდა. 45%-ით გაზრდილი გაყიდვები - ეს წარმატებული წლის მხოლოდ ერთი კომპონენტია.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ სტრატეგიულ ბიზნესერთეულში „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია კავკასიასა და შუა აზიაში. „ვოლვო ქარ კავკასია“ პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. გასული წლის ბოლოს ამ ოთხ ქვეყანას ყაზახეთიც დაემატა, რომლის ათვისებასა და განვითარებაზეც კომპანია 2024 წელს აქტიურად იმუშავებს.

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „გასული წელი კომპანიისთვის განსაკუთრებით პოზიტიური და არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილების წელი იყო. გავაფართოვეთ ოპერირების გეოგრაფიული არეალი. აზერბაიჯანში ახალ დილერთან ერთად დავიწყეთ მუშაობა, რაც პირდაპირ აისახა გაყიდვების ზრდასა და ბრენდის იმიჯზე. შეიძლება ითქვას, რომ წლის განმავლობაში ყველანაირი გეგმა არა თუ შევასრულეთ, არამედ გადავაჭარბეთ კიდეც“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება Excellence Club-ის ჯილდოა, რომლის მფლობელიც უკვე ზედიზედ მეორე წელია სწორედ „ვოლვო ქარ კავკასიაა“. Excellence Club „ვოლვოს“ სათავო ოფისის ჯილდოა, რომელშიც ვოლვოს 50 ქვეყნის წარმომადგენლობა მონაწილეობს და შეფასება რამდენიმე კრიტერიუმით ხდება, მათ შორის: გაყიდვები, ბაზრის წილი, მომსახურება და სხვადასხვა მაჩვენებელი.
კიდევ ერთი აღიარება, რომელიც გასული წლის შედეგებისთვის „ვოლვო ქარ კავკასიამ“ Volvo Cars-ისგან მოიპოვა, Operations leader-ის სტატუსია, რაც ხაზს უსვამს კომპანიის გამორჩეულ დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ, რომელიც მხოლოდ მიღებული მომსახურებით არ შემოიფარგლება და განსაკუთრებულ ურთიერთობებში ფორმირდება.
„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვისძრავიანი უახლესი მოდელები. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს ყველაზე გაყიდვადი მოდელი კვლავ XC90-ია, რომელსაც მოჰყვება XC60-და XC40. „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პირველად გაყიდა ელექტრული C40 და XC40-ები, მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ისიც, რომ, ჯამურად, გაყიდული ავტომობილების 25% დამუხტვად ჰიბრიდებზე მოდის.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქართულ ბაზარზე სტაბილურად იზრდება მოთხოვნა სწორედ დამუხტვად ჰიბრიდებზე, აღნიშნული მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 150%-ით გაიზარდა. კომპანიაში განმარტავენ, რომ დამუხტვადი ჰიბრიდი ყველაზე მეტად პასუხობს დღევანდელი ინფრასტრუქტურის მთავარ გამოწვევებს და მაქსიმალურად ერგება ნებისმიერ სიტუაციას.
„ვოლვო ქარ საქართველოს“ წარმატებულ წელზე ციფრებიც მეტყველებს, კომპანიამ შეძლო და გაზარდა როგორც შემოსავლები, ისე დასაქმებულთა რაოდენობა. უფრო ზუსტად, გასულ წელს კომპანიის გაყიდვები, ჯამურად, 45%-ით გაიზარდა.

2023 წლის ბოლოს თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩა #6-ში, „თეგეტას“ 60-მილიონიანი მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი გაიხსნა, რომელიც „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმსა და უახლესი დანადგარებით აღჭურვილ სერვისს მოიცავს. ეს პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც VRE კონცეფციით შეიქმნა და იმ შოურუმების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში - შვედეთშია წარმოდგენილი.
თბილისის შოურუმის იდენტური სივრცის მშენებლობა „ვოლვო ქარ კავკასიამ“ უკვე დაიწყო ბაქოში. აზერბაიჯანის შოურუმი ბაზრის ზომის გათვალისწინებით საქართველოს შოურუმზე დიდი იქნება, მის გახსნას კომპანია 2024 წლის მესამე კვარტალში გეგმავს.
ვოლვოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკოლოგიაზე ზრუნვაა, 2030 წლისთვის კომპანიის კოლექციიდან სრულად იქნება ამოღებული შიგაწვისძრავიანი ავტომობილები. აღნიშნულ ტენდენციას მიჰყვება „ვოლვო ქარ საქართველოც“ და როგორც აღვნიშნეთ, 2023 წელს კომპანიამ აქტიურად დაიწყო ელექტრომობილების გაყიდვა.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების დაინტერესებაც დღითი დღე მზარდია. „ვოლვოს“ ელექტრომობილების სალონში წარმოდგენილი ყველა დეტალი შექმნილია სრულად გადამუშავებული მასალებისგან, რაც ბრენდის მხრიდან ეკოლოგიაზე ზრუნვის საკითხს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.
„თეგეტა ჰოლდინგიც“, თავის მხრივ, ზრუნავს, მომხმარებელს გაუადვილოს ელექტრომობილის ფლობა და, ქვეყნის მასშტაბით, პირველ ეტაპზე 70 ერთეულ ელექტროდამტენს ამონტაჟებს, რაც, ვფიქრობ, სამომავლოდ კიდევ უფრო გაზრდის მოთხოვნას ელექტრომობილებზე“.
„ვოლვო ქარ კავკასიას“ 2024 წელსაც დიდი გეგმები აქვს, კომპანიის დირექტორი ამ გეგმებიდან სამს განსაკუთრებით გამოყოფს. ესენია: აზერბაიჯანში ახალი შოურუმის გახსნა, სომხეთის შოურუმის რენოვაცია და ყაზახური ბაზრის ათვისება.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვისძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















