სალომე ზურაბიშვილს ამზადებენ, რომ ოპოზიციას შეუერთდეს - მაჭარაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:00 | 25.01.2024 ნანახია: 3360
მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ამზადებენ, რომ ოპოზიციას შეუერთდეს.
"რადიკალურ ოპოზიციას ერთი პოლიტიკური დირიჟორი ჰყავს, რომელმაც ერთი აგენტი დაუნიშნა "ნაცმოძრაობასაც", "ლელოსაც". გეგმაზე თავად ვერ თანხმდებიან, რადგან ხვდებიან, რომ, 5 ნომრის გარდა, 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არავის აქვს. ამიტომ არის, რომ ზოგი ამერიკულ მუსტანგზე შემომხტარი აპირებს ქართული არჩევნების მოგებას, ზოგი ლეიბების რევოლუციას აანონსებს, ზოგს გაერთიანება უნდა, ოღონდ ვისთან, ჯერ არ იცის. ზოგი გამოდის, მაგრამ სად გამოდის, ის არ იცის. ამ მოცემულობას მათი უცხოური ძალის წარმომადგენელი პატრონი ხვდება. ამიტომაც არის, რომ, ჰოი საოცრებავ, სალომე ზურაბიშვილს ამზადებენ, ოპოზიციას შეუერთდეს, რაც კარგი იქნება იმისთვის, რომ მცირე რესურსი რაც აქვს დარჩენილი, ისიც აღარ ექნება. ერთად იქნებიან გვარამია, მელია, გახარია, ხაზარაძე და თავზე – ზურაბიშვილი. ზურაბიშვილი ნოემბერში პრეზიდენტი აღარ იქნება.
სამწუხაროდ, აგენტის ხვედრი ასეთია – როცა უცხოური ძალის პროცესში შედიხარ, არავინ გეკითხება, სად იქნები და რას გააკეთებ. ოპოზიციამ რეგიონებში გასვლა და ხალხთან საუბარი დააანონსა, მაგრამ, რეგიონების ნაცვლად, თავიანთი უცხოური ძალის წარმომადგენლებთან დადიან. რატომ? ისინი ეუბნებიან, სად მიდიხართ, თქვე უბედურებო, რეგიონებში მხარს არავინ გიჭერთ, ფული უნდა გადაგიხადოთ და ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავსო. არც ზურაბიშვილს შეეკითხებიან, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება თუ არა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა საზოგადოებრიი მაუწყებლის ცნობით.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















