ვეკითხები პრემიერს, რა დავაშავე ისეთი, რომ ასე მამცირებენ?! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია - ლუკა კურტანიძე
საქართველო, თბილისი - 15:47 | 01.12.2023 ნანახია: 4036
ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, ლუკა კურტანიძე აცხადებს, რომ, საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციის ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცეს.
„დღეს ჭიდაობის ფედერაციაში 12 საათზე საანგარიშო ყრილობა დაიწყო,რომელიც ახლა მიმდინარეობს,როგორც მსოფლიო ჩემპიონს რომელსაც ალბათ ჰქონდა უფლება თუნდაც სტუმრის სტატუსით დავსწრებოდი ყრილობას და მომესმინა რა ხდება რა იგეგმება ოლიმპიური თამაშების წელს და სხვა საკითხები ... არ ვიცი ალბათ მქონდა ამის უფლება?... რადგან დღემდე სხვა თუ არაფერი გამიკეთებია ამ ქვეყანაზე... ამ კუთხით მაინც ვთვლი რაღაც შევძელი.... იმის ღირსი მაინც ვიყავი ასე დამამცირებლად არ მომქცეოდნენ.... იმდენი ადამიანის წინაშე მაინც /არადა ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი იმისათვის რომ უბრალოდ გამეგო რა ხდება, მომეკითხა ყველა და დამდეგი მომელოცა მეტი არაფერი.../ თუმცა.... ჯერ პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მკითხა რა გინდა აქ... და მიმანიშნა რომ იქ ზედმეტი ვიყავი შემდეგ დაუძახა გენ მდივანს და... ბატონ თამაზს მითითება მისცა და გენერალურმა მდივანმა მითხრა არ მაქვს კანონით უფლება ყრილობაზე დასწრების და კარებისკენ მიმანიშნა და მთხოვა გასვლა / ასე უფრო მეტად რბილად ავღნიშნავ/ დავიბენი... რადგან არ ველოდი... შემრცხვა... ძალიან დავმცირდი.... !ძალიან მეტკინა... რაღაც ვთქვი... და წამოვედი...! ახლა ვზივარ მიხელ მესხის ძეგლთან სტადიონზე და გეკითხებით ყველას და პირველ რიგში პრემიერ მინისტრიდან დაწყებული... დიახ თქვენიდან ბატონო ირაკლი და უბრალო მოქალაქმდე ვისთვისაც მთელი ცხოვრება შევწირე რადგან მხოლოდ ჩემი ერი და სამშობლო იყო ჩემი ძალა ....მე სხვა საზღური არაფერი მქონდა იმ დროში! რა დავაშავე ისეთი რომ ასე მამცირებენ?! იქაც... სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?! ვფიქრობ ასე არ შეიძლება!!! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია.... მტკივნეულია ძალიან მაგრამ უფალს მივენდობი ... ალბათ ესეც უნდა მივიღო?! ჭიდაობის ოჯახს კი ერთიანობას ვუსურვებ სამშობლო საქართველოსთვის ისე განვიცადე ეს უსამართლობა რომ ახლა ვასწორებ ჩემს დაბნეულ და არეულ აზრს.... მაპატიეთ... უბრალოდ ბოლოს ვიტყვი მე ვღებულობ გეგა გეგეშიძიდან დღეს ჭიდაობის ფედერააციის პრეზიდენტისგან მისგან ორგანიზებულ ყველა დამცირებას....! მე ვღებულობ მისგან სილის გაწვნას ერთ და ახლა მეორე ლოყაზე... მაგრამ ვფიცავარ უფლისა და ერის წინაშე რომ ამ წიხლს არ ვაპატიებ.... ვერ მივიღებ რადგან არ დამიმსახურებია მისგან არცერთი! უბრალოდ ვითმენდი! რადგან ვფიქრობდი მიტევებით პირადი წყენის თუ შეურაწყოფის დავიწყებით იმაზე მეტს ვეტყოდი ვიდრე გაიგო ....მაგრამ არ გამოვიდა... მე ვიღებ ამ გამოწვევას!“ - წერს ლუკა კურტანიძე.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















