500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა ლისაბონში მიმდინარე საერთაშორისო Web Summit-ში მიიღეს მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 17:28 | 17.11.2023 ნანახია: 2110
13-16 ნოემბერს პორტუგალიაში, ლისაბონში Web Summit-ი გაიმართა. ღონისძიებამ თავი მოუყარა 160-ზე მეტი ქვეყნის 2 600-ზე მეტ სტარტაპს, 70 000-ზე მეტ მონაწილესა და 800-ზე მეტ ინვესტორს, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიას ცვლიან. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, Web Summit 2023 - ზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ,,აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, წელს მასშტაბური სივრცით იყო წარმოდგენილი.
წელს სამიტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის მიერ რეგიონში 500 Georgia-ს სახელით განხორციელებული აქსელერაციის პროგრამის მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაკადის მონაწილეებმა.
სამიტმა სტარტაპების დამფუძნებლებს შესაძლებლობა მისცა, დაემყარებინათ საერთაშორისო კავშირები, გაცნობოდნენ ინდუსტრიის ტენდენციებს, მიეღოთ წვდომა ვენჩურული კაპიტალის ეკოსისტემაზე. ამასთან, ჩამოეყალიბებინათ მნიშვნელოვანი ურთიერთობები, რომელიც დააჩქარებს მათი ბიზნესის ზრდას. საერთაშორისო გამოცდილების ფარგლებში, 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებმა საკუთარი კომპანიები საქართველოს პავილიონში წარადგინეს.
Web Summit-ში მონაწილეობდნენ 500 Georgia-ს მესამე, მეოთხე და მეხუთე ნაკადის შემდეგი სტარტაპები:
Kings
Kings-ი „freemium” მოდელის გამოყენებით ორგანიზებას უწევს ონლაინ აკადემიურ ოლიმპიადებს სკოლის მოსწავლეებისთვის;
QuickShipper
QuickShipper-ი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით ეხმარება ბიზნესებს, 20%-ით შეამცირონ ტრანსპორტირების ხარჯები საწყობიდან მომხმარებლამდე, საკუთარი ტრანსპორტირების სერვისით. ხოლო, მაქსიმალური დატვირთვის დროს, გამოიყენონ გარე კომპანიების მიწოდების სერვისი.
Epoint
ეს არის კომფორტული e-commerce გადახდის ინსტრუმენტი, რომელიც შექმნილია ყველა იმ მერჩანტისთვის, ვინც იყენებს ონლაინ გაყიდვებს.
Fortu Wealth
Fortu Wealth კერძო საბანკო გადაწყვეტაა, რომელიც შექმნილია მაღალი შემოსავლის მქონე ინდივიდებისთვის.
DataMind
DataMind ეხმარება თანამედროვე კომპანიებს, შეაგროვონ, შეინახონ, მართონ და გამოიყენონ მონაცემები მონაცემთა საცავის სერვისის მეშვეობით, დაჯგუფებებისა და დროითი შეზღუდვების გარეშე.
Awork
Awork ქართული დასაქმების აპლიკაციაა, რომლის მეშვეობითაც სამსახურის მაძიებელს შეუძლია შეადგინოს რეზიუმე, გაფილტროს ვაკანსიები ლოკაციის, საჭირო გამოცდილებისა და სექტორის მიხედვით, ასევე ვებგვერდიდან გაუსვლელად, გაგზავნოს რეზიუმე სასურველ პოზიციაზე. პლატფორმა დამსაქმებელს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ბიზნეს პროფილით გააციფრულოს და მართოს HR პროცესები.
Beep
Beep აძლევს შესაძლებლობას მომხმარებელს, შექმნას ვიზუალური უკუკავშირი რეალურ დროში, რაც სამუშაო პროცესის გამარტივებას უწყობს ხელს.
My AI
My AI ავსტრიული სტარტაპია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბრენდებს, გაზარდონ მომხმარებლის ლოიალობა ინოვაციური ფინანსური ინფრასტრუქტურით. მისი მეშვეობით, ბრენდს შეუძლია შექმნას ლოიალობის პროგრამის ქულები, რომელთა გამოყენებაც მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ლოიალობის პროგრამაში შეუძლიათ.
STORI
STORI ქართული სტარტაპია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კომპანიებს კონტენტის შექმნაში, მის გამოქვეყნებასა და სამიზნე აუდიტორიამდე მიტანაში ეხმარება.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















