როგორ შეიძლება, პარტია დაარქვა იმ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომელიც ფიქრობს, რომ 5-პროცენტიანი ბარიერისთვის 100 ათასამდე ხმას ვერ მოაგროვებს - მამუკა მდინარაძე
საქართველო, თბილისი - 09:01 | 14.11.2023 ნანახია: 1564
როგორ შეიძლება, პარტია დაარქვა იმ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომელიც ფიქრობს, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადასალახად 100 ათასამდე ხმას ვერ მოაგროვებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საარჩევნო ბარიერის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ბარიერის დაწევის მოთხოვნიდან ჩანს, რომ საუბარია პარლამენტარობაზე და არა რაიმე სხვა სახის წარმატებაზე. პარლამენტის მანდატები უნდათ უბრალოდ, თორემ რაიმე გამარჯვების შანსზე რომ ფიქრობდნენ, ბარიერს საერთოდ არ შეეხებოდნენ. ან როგორ შეიძლება, პარტია დაარქვა იმ პოლიტიკურ წარმონაქმნს, რომელიც ფიქრობს, რომ ვერ მოაგროვებს 90 000-დან 100 000-მდე ხმას. მაქსიმუმია ეს, რაც საქართველოში 5-პროცენტიანი ბარიერის გადასალახადაა საჭირო. თუ 100 000 და 90 000 ხმაზე მეტს ვერ იღებ, რომელ პარტიაზეა ლაპარაკი. უნდა იფიქრო, რომ ამას აუცილებლად ვინმე შენიშნავს. როგორც კი შენ ბარიერის დაწევას ითხოვ, ე.ი. აქ შენ არ გაქვს იმედი, რომ 90 000-დან 100 000-მდე ხმას მოაგროვებ. ჩვენ ხომ ევროპის გზაზე ვდგავართ და ყოველ მეორე, მესამე წელს კონკრეტული წარმატებები გვაქვს 2013 წლის შემდეგ, ხელშესახები, კონკრეტული საფეხურები გავიარეთ ევროინტეგრაციის გზაზე და იმ ევროპის კავშირში მხოლოდ ოთხი ქვეყანაა, რომელსაც სამი და ნაკლები ბარიერი აქვს. ეს არის ნიდერლანდები, ესპანეთი, იტალია და დანია, თუ ბელგია, არ მინდა, შემეშალოს. უფრო მეტ ქვეყანაში არის 4 ან 5-პროცენტიანი ბარიერი. ჩვენ თუ ევროპულ გზაზე ვდგავართ, გავიზიაროთ ევროპული გამოცდილება და რის დამზღვევადაც პლურალიზმის მეორე მხარედ ბალანსისთვის ევროპელები და ცივილიზებული სამყარო მიიჩნევს, რომ კარგია 5-პროცენტიანი ბარიერი, რაც ევროპულ ქვეყნებში ნახევარზე მეტ მათგანშია კონსტიტუციით გათვალისწინებული, მოდით, ჩვენც ამ გზას მივყვეთ. თუ ვინმეს უნდა, იმანიპულიროს, მოატყუოს ხალხი, რომ კობახიძე დაგვპირდა, დააყოლოს, რომელ წელს იყო საუბარი, რომელი წლის დეკემბერს შეეხებოდა და მათი ტყუილიც, როგორც ყველა დანარჩენი, მოკლეფეხებიანი აღმოჩნდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















