საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მეშვიდე DataFest დაიწყო
საქართველო, თბილისი - 16:21 | 10.11.2023 ნანახია: 1906
საქართველოს ბანკი როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. წლებია საქართველოს ბანკი DataFest - ის მხარდამჭერია და სწორედ ამიტომ, ბანკთან პარნტნიორობით, წელს მეშვიდედ, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი - DataFest Tbilisi 2023 იმართება. ის ერთ - ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ღონისძიება 9 ნოემებერს დაიწყო და 11 ნოემბერს დასრულდება.
DataFest Tbilisi 2023- ზე სპიკერები ისაუბრებენ ბიზნესების მიერ მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურად და საერთაშორისო რეგულაციების დაცვით გამოყენებასა და სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ღონისძიებაზე სპიკერებს შორის არიან საქართველოს ბანკის წარმომადგენლები, რომლებიც 10 და 11 ნოემბერს სხვადასხვა საინტერესო ვორქშოფს ჩაატარებენ:
- გუგა ბურდული - უფროსი მონაცემთა მეცნიერი 10 ნოემბერს ვორქშოფს ჩაატარებს თემაზე “როგორ ეხმარება GenAI ტექნოლოგიები მონაცემთა მეცნიერებს;
- გიორგი გაჩეჩილაძე - უფროსი მონაცემთა მეცნიერი კი ვორქშოფს ჩაატარებს თემაზე „სარეკომენდაციო სისტემა მილიონი მომხმარებლისთვის“
- მონაცემთა ანალიტიკის გუნდის უფროსი, გიორგი ბოგვერაძე და უმცროსი მონაცემთა მეცნიერი ნიკა ჭონიშვილი მანქანური სწავლების შესახებ ვორქშოფს ერთობლივად ჩაატარებენ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსი ირაკლი გოგატიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ის ისაუბრებს თემაზე: ბიზნესის მიერ მონაცემებისა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენება.
„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღოთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟული მონაცემთა ფესტივალის, DataFest Tbilisi-ის მორიგ შეხვედრაში. საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურ რეჟიმში მუშაობს სიახლეების დანერგვაზე, რომელიც ბიზნესპროცესების გამარტივებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში გვსურს დამსწრე საზოგადოებას გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და რამდენიმე ვორქშოფს ჩავატარებთ მანქანური სწავლების, GenAI ტექნოლოგიებსა და საბანკო პროდუქტებში სარეკომენდაციო სისტემის დანერგვის შესახებ. გარდა ამისა, პანელური დისკუსიის ფორმატში ვისაუბრებთ მონაცემების და ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ გამოყენებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების საბანკო პროცესებში ინტეგრაციასა და იმპელემენტაციას, რათა ჩვენს მომხმარებლებს უფრო მეტად კომფორტული სერვისები თუ პროდუქტები შევთავაზოთ“- აცხადებენ საქართველოს ბანკში
ღონისძიებაზე დასასწრებად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















