თუ ხარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
საქართველო, თბილისი - 15:02 | 09.11.2023 ნანახია: 1836
ნკის სტიპენდიის მიღება შემდეგი ფაკულტეტების სტუდენტებისთვის არის შესაძლებელი:
- ენერგეტიკის ფაკულტეტი;
- სამშენებლო ფაკულტეტი;
- არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი;
- ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი;
- სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი;
- სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;
- ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი;
- დიზაინის საერთაშორისო სკოლა;
- ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი;
- საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
GTU-ის ამ ფაკულტეტების 4 სტუდენტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი გახდება.
ამასთან, საქართველოს ბანკის ინიციატივით, არქიტექტურის სტუდენტებისთვის, ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მოქმედებს გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია. რომელიც არქიტექტურის სტუდენტებს სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს.
„საქართველოს ბანკის გუნდისთვის განათლება ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. რადგან გვჯერა, რომ განათლება ნათელი მომავლის შექმნას განაპირობებს. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, ქართველი ახალგაზრდებისთვის შევქმნათ შესაძლებლობები და მივცეთ მათ წვდომა ხარისხიან განათლებაზე. ამ კუთხით ჩვენს ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს. მის ფარგლებში ჩვენ ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტუდენტს დავუფინანსებთ სწავლას მათთვის სასურველ მიმართულებებზე. ვიმედოვნებთ, ჩვენი ინიციატივა შესაძლებლობას მისცემს მათ, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, მიიღონ განათლება და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტიპენდიის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 11 ოქტომბრიდან დაიწყო, შერჩევის ეტაპი კი 22 ოქტომბერს დასრულდა. დამატებითი ინფორმაციის ნახვა როგორც GTU-ის ვებგვერდზე, ასევე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზეა შესაძლებელი. 5 გამარჯვებული სტიპენდიატის ვინაობას კი კომისია 4 დეკემბერს გამოავლენს.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















