საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი იმართება
საქართველო, თბილისი - 17:06 | 07.11.2023 ნანახია: 1752
საქართველოს ბანკი განაგრძობს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში გამართული დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მხარდამჭერია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით სამიტი დღეს დაიწყო. ღონისძიება მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერტების მიერ ეროვნული პარკების მართვის საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკების გაცნობასა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს ეროვნული პარკების წარმომადგენლები ეწვივნენ აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და კორეის რესპუბლიკიდან.
პროგრამა სამი დღე გაგრძელდება და 9 ნოემბერს დასრულდება.
ღონისძიების ფარგლებში ექსპერტები ისაუბრებენ ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელების, ეროვნულ პარკებში არსებული ტექნოლოგიების და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზების შესახებ.
სამიტი ორგანიზებულია ფონდის Global Conservation მხარდაჭერით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: კავკასიის ბუნების ფონდი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ზუკოვის ფონდი, (Succow Stiftung), USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, SABUKO.
„საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. ჩვენი ღირებულება ისეთი ინიციატივების განხორციელებაა, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება უკეთესი მომავლის შექმნა. ამასთან, სარგებელს მოუტანს საზოგადოებას, კომპანიასა და თანამშრომლებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კავკასიის ბუნების ფონდთან და პარტნიორობის ფარგლებში, მხარს ვუჭერთ საქართველოს 12 დაცული ტერიტორიის განვითარებას. მოხარული ვართ, რომ დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტის მხარდამჭერები ვართ. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა შექმნის განვითარების, ახალი კავშირების დამყარებისა და დაცული ტერიტორიების არა მხოლოდ შენარჩუნების, არამედ მათი განვითარების შესაძლებლობებს“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან თანამშრომლობით უკვე 12 წელია 12 დაცული ტერიტორიის − ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის, ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელისა და ფშავ-ხევსურეთის − მხარდამჭერია. ინიციატივის ფარგლებში, ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული თუ ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების დაფარვა.
საქართველოს ბანკის და კავკასიის ბუნების ფონდის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის მოხდა: ადმინისტრაციული შენობების რეკონსტრუქცია, საგამოფენო სივრცეების განახლებული დიზაინით მოწყობა, ახალი ეკო-ტურისტული პროდუქტების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომელთა წახალისება და დაცული ტერიტორიების და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლება.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















