ღირსება არ აქვთ, ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც ოპოზიციონერები აკეთებდნენ, დაწყებული სალომე ზურაბიშვილით, თეონა აქუბარდიათი დამთავრებული - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 14:47 | 02.11.2023 ნანახია: 1500
ღირსება არ აქვთ, ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც ჩვენი ოპოზიციონერები აკეთებდნენ, დაწყებული სალომე ზურაბიშვილით, თეონა აქუბარდიათი დამთავრებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნა აბსოლუტურად არასერიოზულია, იმ განცხადების გამო სინანული გამოხატა, რომელიც სხდომათა დარბაზში გააკეთა. მისივე თქმით, ახლა ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერია ბოდიში მოიხადონ, მაგრამ ამისთვის ღირსება არ ეყოფათ.
„ახლა ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერია. მათ უმრავლესობის წევრებისთვის ბევრ რამეზე აქვთ ბოდიში მოსახდელი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ღირსება არ ეყოფათ. ღირსება არ აქვთ, ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც ჩვენი ოპოზიციონერები აკეთებდნენ, დაწყებული სალომე ზურაბიშვილით, თეონა აქუბარდიათი დამთავრებული.
წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი უზრდელობს. როგორ შეიძლება, პრეზიდენტმა იუზრდელოს? ან პარლამენტის ქალი დეპუტატები უზრდელობენ. ეს ყველაფერი უზრდელობაა და არა პოლიტიკური შეფასება. როცა დეპუტატებს პოლიტიკურ შეფასებას ვაძლევ, ეს სხვა რამეა და როცა ვიღაცები უზრდელური განცხადებებით გამოდიან, ეს – სხვა. ზოგადად, პარლამენტს არ შეშვენის არც შეურაცხმყოფელი განცხადებები, არც ამ მასშტაბის აგრესია და ასე შემდეგ. ესეც ძალიან სამწუხაროა. შეიძლება, თითოეულ ჩვენგანს ამაში გარკვეული წვლილი ჰქონდეს შეტანილი, რაც ძალიან ცუდია. სამწუხაროა, რომ პარლამენტის შიგნით ამ ყველაფერში განსაკუთრებულ როლს ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები ასრულებენ. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნაკლებ აგრესიას ნიშნავდა, თუმცა პირიქით ხდება. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ. უფრო მეტიც, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან ქალ დეპუტატებს იფარებენ. ორივე სუსტია. კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა და ქალები რომ უზრდელობენ, ესეც მათი სისუსტეა. როცა აქუბარდია, სამნიძე და სხვები უზრდელობენ, ესეც მათი სისუსტის გამოვლინებაა. ზოგადად, უზრდელობა სისუსტის გამოხატულებაა და როცა ბოდიშს არ იხდი, ესეც სისუსტის გამოხატულებაა. უზრდელები უნდა მოვიკითხოთ იმ პარტიაში, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია, ეს პოლიტიკური პარტია ქალიან-კაციანად უზრდელობენ, სავსეა უზრდელებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















