თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება - გენერალური პარტნიორი კი საქართველოს ბანკია
საქართველო, თბილისი - 11:33 | 02.11.2023 ნანახია: 1401
10-12 ნოემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ღონისძიების გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია.
წიგნის დღეები ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ჩატარდება, სადაც კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ მათი საყვარელი გამომცემლობის, სტამბებისა და მაღაზიების წიგნები და პროდუქცია. ისარგებლონ საქართველოს ბანკის სპეციალური ფასდაკლებით და შეთავაზებებით.
ამასთანავე, ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათითა და sCool Card-ით საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდისას იმოქმედებს ქეშბექი. რაც ნიშნავს იმას, რომ სასურველი წიგნის საქართველოს ბანკის ბარათით შეძენისას თანხის 30% (მაქსიმუმ 50 ლარი) მომხმარებელს საკუთარ ანგარიშზე 2-3 სამუშაო დღეში დაუბრუნდება. ამისათვის, საჭიროა შეთავაზება sCoolApp-ში გაიაქტიუროთ.
ფესტივალის ტერიტორიაზე, საქართველოს ბანკის სივრცეში, სტუმრები შეძლებენ ჩაერთონ ბანკის მიერ ორგანიზებულ საინტერესო აქტივობებში, ასევე ეწვიონ საქართველოს ბანკის მიერ მოწყობილ გარე რეკრეაციულ სივრცეს.
„საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განაგრძობს კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ თბილისის წიგნის დღეების გენერალური პარტნიორები ვართ. ეს არის ღონისძიება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ერთი მხრივ მკითხველებს, აღმოაჩინონ ახალი წიგნები, მიიღონ რეკომენდაციები და შეიძინონ მათთვის სასურველი გამომცემლობების სერიები სპეციალურ ფასად, ასევე შესაძლებლობას აძლევს გამოცემებს, გაზარდონ საკუთარი ცნობადობა. თბილისის წიგნის დღეები მკითხველთა საყვარელი ღონისძიებაა, მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მცირე წვლილი მიგვიძღვის ამ ღონისძიების განხორციელებაში“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი პარტნიორებთან ერთად არაერთ პროექტს ახორციელებს და თავადაც ქმნის მათ. სწორედ ასეთი პროექტია რეგიონის სკოლებში იდეათეკის პროექტი, რომელიც მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა. ის სკოლის მოსწავლეებს აძლევს წვდომას 2000-მდე წიგნით აღჭურვილ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე რესურსებზე - კომპიუტერებსა და პროექტორებზე. დღეს, საქართველოს 7 რეგიონში 19 იდეათეკა ფუნქციონირებს, რომლებიც 9000-მდე მოსწავლესთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















