მოვუწოდებ გაქცეულ პატიმრებს, დროულად მოეგონ გონს, დაბრუნდნენ, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს - რატი ბრეგაძე
საქართველო, თბილისი - 20:11 | 01.11.2023 ნანახია: 1491
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებს მოუწოდებს, დაბრუნდნენ.
"გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით და მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს. გამოძიების და ოპერატიული ღონისძიებების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, მეტ დეტალებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს.
სრული ტყუილია, არავითარი პენიტენციურის თანამშრომელი არ არის გატაცებული.
დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე. ხაზგასმით მოვუწოდებ გაქცეულ პატიმრებს, რომ დროულად მოეგონ გონს, დაბრუნდნენ, ჩაბარდნენ და იქნებ ამით შეძლონ თავიანთი პასუხისმგებლობის შემცირება.
ასევე მინდა მოვუწოდო მათ ოჯახის წევრებს, იმ პირებსაც, რომლებსაც მათთან შეიძლება ჰქონდეთ კავშირი, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა არის მძიმე დანაშაული და თუ ვინმე შეუწყობს ხელს მათ მიმალვაში, იქნებიან კანონის სრული სიმკაცრით დასჯილნი. ჩენ კოორდინირებულად ვმუშაობთ შსს-თან ერთად და ტარდება ყველა სახის ღონისძიება, რომ ეს ადამიანები დროულად იყვნენ დაკავებულნი და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. არაფერია საშიში, მსგავსი ტიპის დანაშაული ხდება ყველა სახელმწიფოში.
დგება პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, რომლებმაც, ჩაიდინეს ეს დანაშაული და ასევე, თუკი რომელიმე თანმშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, დადგება პასუხისმგებლობა ამ თანამშრომლის. მე პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რა სამართლებრივი ღონისძიებაც იქნება საჭირო, ის ღონისძიება აუცილებლად ჩატარდება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
„ავერსის“ კლინიკიდან დღეს სამი პატიმარი გაიქცა. პატიმრები საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი. ფაქტი დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა.
პენიტენციურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გაქცეულ სამ პატიმარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















