ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანი და მისი უფლებების დაცვა უზენაესია - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:31 | 01.11.2023 ნანახია: 950
ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანი და მისი უფლებების დაცვა უზენაესია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების თემაზე გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია.
„მოგესალმებით, პატივცემულო სტუმრებო, ბატონო მინისტრებო, პარლამენტის წევრებო, პატივცემულო ელჩებო, ბატონო სახალხო დამცველო.
ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ მაღალი დონის კონფერენციაზე, რომელიც აერთიანებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების იუსტიციის სამინისტროებს, პენიტენციურ და პრობაციის სამსახურთა, ასევე − სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მიხარია, რომ თბილისი პირველად მასპინძლობს ასეთი მაღალი დონის კონფერენციას. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ რატი ბრეგაძეს ამის ორგანიზებისათვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დღევანდელი შეკრება, ვინაიდან ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევაჯამოთ ამ სფეროში არსებული მიღწევები, გამოწვევები, ზოგადად. მივესალმები 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებიც ჩამოვიდნენ თბილისში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მონაწილეობისთვის.
ძვირფასო მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ 10 წლის წინ საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე იდგა სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით კი ციხეებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის სახით. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანი და მისი უფლებების დაცვა უზენაესია.
პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია, რომლის ობიექტური საზომიც არაერთი მონიტორინგის მექანიზმია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მხრივ ყველაზე მკაფიო ინდიკატორი სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც ადასტურებს პატიმართა უფლებების ქვეყნის შიგნით დაცვის უმაღლეს სტანდარტს. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობაც. კერძოდ, შედარებისთვის − 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 3000-ზე მეტი საქმე იყო წარმოებაში, ხოლო 2023 წლის იანვრის მდგომარეობით ეს რიცხვი 147-ამდე შემცირდა, რაც 20-ჯერ ნაკლებია 2011 წლის მონაცემებთან შედარებით. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის სამართლის უზენაესობის ინდექსის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, საქართველო არის 1-ელ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობის ხედვაა უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების არსებობა ქვეყანაში, რომლებიც უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება და რაც იცავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებსა და მათ ღირსებას.
„ჩვენ არ ვუყურებთ ციხეს, როგორც სადამსჯელო სისტემას, არამედ ეს არის ადგილი, სადაც სწორად უნდა მოხდეს იმ დროის მართვა, რა პერიოდსაც თავისუფლებააღკვეთილი პირი გაატარებს პენიტენციურ სისტემაში და მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და მექანიზმების შეთავაზება, რაც დაეხმარება ადამიანს, გათავისუფლების შემდეგ ეფექტიანად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
შესაბამისად, ეს მაღალი დონის კონფერენციაც სწორედ ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტებს უსვამს ხაზს. ჩვენ გვჯერა, რომ პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში ხელმისაწვდომი ადეკვატური და ეფექტიანი სარეაბილიტაციო პროგრამები არის განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენციისა და მეტად უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საჭირო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღები.
ძვირფასო მეგობრებო, ყველა ის რეფორმა, რომლებიც ბოლო წლებში განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში, უფრო და უფრო შეუქცევადს ხდის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში მივაღწიეთ მაქსიმალურ შედეგს, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და ახლა ჩვენი ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს, რაც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს, ბატონ რატი ბრეგაძეს, მის გუნდს წარმატებული საქმიანობისთვის, რეფორმებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მადლობა გადაგიხადოთ და გისურვოთ წარმატებული დღეები, დიდი მადლობა “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, ხორვატიის რესპუბლიკის იუსტიციისა და საჯარო მმართველობის მინისტრმა ივან მალენიკამ, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა პაველ ჰერჩინსკიმ, ციხისა და სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების ევროპული ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გუსტავ ტალვინგმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა.
„მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების“ თემაზე გამართული მაღალი დონის კონფერენციის თანაორგანიზატორები იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია − ციხისა და სასჯელაღსრულების სერვისების ევროპული ორგანიზაცია და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო არიან.
კონფერენცია მიზნად ისახავს პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში არსებული ინოვაციების თაობაზე საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას, ამასთან, საგანმანათლებლო, სპორტის მართვისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამების ხელშეწყობას. კონფერენცია უნიკალური პლატფორმაა, სადაც საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა, პარტნიორ სახელმწიფოებს გააცნოს ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში მიღწეული პროგრესი და ასევე − გაეცნოს წამყვან ევროპულ ქვეყანათა საუკეთესო პრაქტიკას.
კონფერენციაში 20-ამდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი მონაწილეობს, მათ შორის − სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, მინისტრთა მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურთა გენერალური დირექტორები, პრობაციის სამსახურის ხელმძღვანელები და საშუალო რგოლის თემატური წარმომადგენლები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თემატური ექსპერტები. კონფერენციის ფარგლებში შემუშავდება თბილისის დეკლარაცია, რომელიც პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით უახლოეს მიდგომებს დაეფუძნება და მონაწილე სახელმწიფოებისთვის მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი გახდება.
კონფერენციის ფარგლებში მოეწყო თემატური გამოფენა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად გასცნობოდნენ პენიტენციურ სისტემაში დანერგილ სიახლეებს.
ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ - სალომე ზურაბიშვილი კაია კალასის წერილს აქვეყნებს
- პროტესტის გაჩერება არ შეიძლება, ეს ერთადერთი საჯარო დემონსტრირებაა იმისა, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას - ზურაბ ჯაფარიძე
- ევრობიუროკრატია გზავნილებით, თითქოს დემოკრატიის უკუსვლაა, კვებავს მილევად რადიკალურ ფრთას, გული მტკივა ახალგაზრდებზე, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, ჩვენ არ გვყავს ისინი ციხეში გამოკეტილი, ამ ადამიანებს ჰყავთ - მიხეილ ყაველაშვილი
- ზურა ჯაფარიძის ციხიდან ამ ფორმით გათავისუფლება არის სადისტური რეჟიმის სიმხდალის დემონსტრირება, შეშინებული რუსი ყველაფრის მკადრებელია - ირაკლი კუპრაძე
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
მსოფლიო
- უკრაინაში ომის დასრულების მოლაპარაკების პროცესში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, მოლაპარაკებები ორ რამეს მოითხოვს: ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს და რაღაც უნდა დათმოს - მარკო რუბიო
- უკრაინამ ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს დაარტყა - უკრაინული მედია
- რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით, ჩვენ, პოლონეთში, გვახსოვს გროზნო, გვახსოვს საქართველო - კაროლ ნავროცკი
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















