რუსებს, ვისაც საქართველოში ბინები აქვთ, ერთი წლის განმავლობაში უნდა გავაყიდინოთ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 16:04 | 27.10.2023 ნანახია: 1264
რუსებს, ვისაც საქართველოში ბინები აქვთ, ერთი წლის განმავლობაში უნდა გავაყიდინოთ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, რომელსაც ის დისტანციურად ჩაერთო.
"მინდა, იმ რუსებზე ვთქვა, რომლებიც საქართველოში შემოსულები არიან. ეს დიდი უბედურება და საქართველოსთვის მომატებული საფრთხის წყაროა [...] პირადი საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს და მის გაძლიერებულ დაცვას ვაპირებთ, მაგრამ რაც რუსებს შეეხება - მათ 1-წლიანი ვადა უნდა მიეცეთ, რომ თავისი ბინები გაყიდონ. სახელმწიფო პროგრამა უნდა იყოს და უცხოეთში მყოფ ქართველებს, სახელმწიფოს დახმარებით, ეს ბინები შეღავათიან ფასად უნდა აყიდინონ. ქართველების დაბრუნების პროგრამა უნდა შევქმნათ, მათ შორის, იმ კერძო საკუთრებისა და ნაყიდი ბინების ხარჯზე, რაც დღეს რუსებს საქართველოში გააჩნიათ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსებს, ვისაც საქართველოში ბინები აქვთ, ერთი წლის განმავლობაში უნდა გავაყიდინოთ, ქართველების საქართველოში დაბრუნების პროგრამა უნდა იყოს და მათ შორის, ამ ბინების მათთვის გადაცემის, ვინც ამ შეღავათიანი პროგრამით დაბრუნდება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 100 000 რუსს, რომელიც საქართველოში ზედმეტია, ყველანაირად უნდა მოვუწოდოთ, ეკონომიკური და ადმინისტრაციული ბერკეტები უნდა შევუქმნათ, რომ წავიდნენ და ისინი ჩანაცვლდეს 100 000 შრომისუნარიანი, ნიჭიერი ქართველით, რომელიც პირველ ეტაპზე უკან ჩამოვა. შემდეგ კიდევ რამდენიმე ასეული ათასი დაბრუნდება. ჩვენი პროგრამა არის ქართველების უკან დაბრუნების პროგრამა". - თქვა სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















