საქართველოს ბანკმა Seamless Europe 2023 - ზე მიიღო მონაწილეობა
საქართველო, თბილისი - 13:33 | 25.10.2023 ნანახია: 1393
საქართველოს ბანკი როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად ბანკი გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის ღონისძიებას, Seamless Europe 2023 - ს შეუერთდა.
მსოფლიოს მასშტაბით მიწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ საქართველოს ბანკის წარმომადგენელები :
მაიკო გორგილაძე - ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რომელმაც ორ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა : სისტემის მოდერნიზაცია, აპლიკაციების ინტეგრაცია, AI - სა და ML -ის როლი ფინანსურ სერვისებში, ასევე ინოვაციური ციფრული სერვისების გამოყენებასა და ტრადიციული ბანკინგის გამოწვევებზე.
ავთანდილ გუჯაბიძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე “ფინანსური პირობების გათანაბრება ღია ბანკინგის მეშვეობით : კრეატიულობა,მეტი საბანკო გადაწყვეტების შექმნა და კონკურენციის ხელშეწყობა ბაზარზე“
ხოლო, ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსმა - გიორგი კინწურაშვილმა პრეზენტაცია ჩაატარა თემაზე : „როგორ შეუძლიათ ბანკებს მონაცემებისა და ციფრული საბანკო ეკოსისტემის გამოყენება სავაჭრო და საცალო მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად“
Seamless Europe 2023 ბერლინში გაიმართა და მან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 5,000 -ზე მეტი მოწვეული სტუმარი, 350 სპიკერი და 200 გამოფენის მონაწილე გააერთიანა. მათ შორის, ისეთი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიცაა : DEUTSCHE BANK , J.P. MORGAN, EBAY , COCA-COLA, ADIDAS, FARFETCH, PORSCHE, UBER და სხვა.
„მოხარულები ვართ, რომ გვქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში და ფართო აუდიტორიისთვის გაგვეცნო ის ციფრული ინოვაციები და ტექნოლოგიები, რომელიც საქართველოს ბანკში წარმატებით დავნერგეთ და უახლოეს მომავალში დავნერგავთ. ღონისძიებაზე, პანელური დისკუსიის ფორმატში, ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე როგორიცაა : ციფრული ინოვაციები, მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილება, ფინანსური სისტემების მომავალი - AI - ისა და ML -ის როლი ფინანსურ სერვისებში და სხვა., ასევე საშუალება გვქონდა პრეზენტაციის სახით წარგვედგინა ბანკის ახალი პლატფორმა - ბიზნეს მენეჯერი და გვესაუბრა, თუ როგორ შეუძლიათ ბანკებს გადახდების მონაცემებისა და ციფრული საბანკო ეკოსისტემების გამოყენება, სავაჭრო და საცალო მომხმარებლებისთვის უკეთესი გამოცდილების შესაქმნელად“ - განაცხადეს საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















