იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ, ვინც შეუერთდება „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროპული გზის იმპიჩმენტში, ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის - ანა ნაცვლიშვილი
საქართველო, თბილისი - 12:45 | 04.10.2023 ნანახია: 1833
„ლელო“ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს, ვინც შეუერთდება „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროპული გზის იმპიჩმენტში, ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციასთან შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ლელო“ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია და ასევე მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს სასამართლო პროცესი და საერთოდ, იმპიჩმენტის წამოწყება მცდელობაა, შექმნან სურათი, როგორ სჯიან არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც მომავალი უნდა და ესახება ევროპაში. ამ სურათის შექმნას ცდილობს „ქართული ოცნება“, თუმცა მათი არგუმენტები უკიდურესად სუსტია და აცდენილია კონსტიტუციას. მოქალაქეებიც ხედავენ, რამდენად ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებენ, მაგრამ ვერ ასაბუთებენ იმპიჩმენტს, რომელიც თავადვე წამოიწყეს.
არ ვიცი, რას იზამს საკონსტიტუციო სასამართლო. არ მაქვს მაღალი მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისი იქნება კონსტიტუციასთან. ვნახოთ, დაველოდოთ, რა მოხდება. მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც თავს მიიჩნევს ოპოზიციის წარმომადგენლად და საქართველოს მეგობრული გზის მხარეს, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. ყველამ უნდა იცოდეს, ვინც შეუერთდება „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესის სახით, საქართველოს ევროპული გზის იმპიჩმენტში, ამისთვის ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















