საქართველოს ბანკის სტიპენდიების ახალი პროგრამა - შესაძლებლობა საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის მიიღონ 100%-იანი დაფინანსება
საქართველო, თბილისი - 14:16 | 03.10.2023 ნანახია: 1836
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა მოტივირებული და ლიდერული თვისებების მქონე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამა დაიწყო.
ეს ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ერთი წლის განმავლობაში მიიღონ საქართველოს ბანკის 100%-იანი ან ნაწილობრივი სწავლის დაფინანსება ბანკის პარტნიორ 13 უნივერსიტეტში, საბაკალავრო საფეხურზე სასურველი მიმართულებით სწავლისთვის.
პროექტი განგრძობით ხასიათს ატარებს. ბანკი სწავლას ყოველწლიურად რამდენიმე ათეულ სტუდენტს დაუფინანსებს.
„საქართველოს ბანკის გუნდში გვჯერა ახალგაზრდების, მათი უსაზღვრო შესაძლებლობების და იმის, რომ სწორედ ისინი შეცვლიან ჩვენ ქვეყანას უკეთესობისკენ. სწორედ ამიტომ ვიწყებთ ახალ სასტიპენდიო პროექტს საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რაც გულისხმობს ბანკის პარტნიორ 13 უნივერსიტეტში, ერთი წლის განმავლობაში სტუდენტებისთვის სწავლის 100%-იან ან ნაწილობრივ დაფინანსებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ბანკის სტიპენდია არ არის ერთჯერადი ინიციატივა, ის დროში განგრძობითი პროექტია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ სტუდენტებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ვხდით უმაღლეს განათლებას, რაც თავის მხრივ, ახალგაზრდებში აჩენს სწავლის სურვილსა და მოტივაციას. ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს ბანკი არ ჩერდება, რადგან ჩვენი მიზანია, ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად გავზარდოთ პარტნიორი უნივერსიტეტების სია, რათა მოვიცვათ საქართველოს მასშტაბით უფრო მეტი რეგიონი და მეტ ახალგაზრდას შევუქმნათ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა“, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბაკის გენერალური დირექტორი.
საქართველოს ბანკის სტიპენდიების ახალ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- აინტერესებდეს საბანკო საქმიანობა, ბიზნესი, არქიტექტურა, ტექნოლოგიები ან უნივერსიტეტების მიერ პრიორიტეტული მიმართულებები (იქნება ეს მედიცინა, ისტორია თუ სხვა);
- ამასთან, მას უნდა ჰქონდეს ლიდერობის პოტენციალი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს თითოეული უნივერსიტეტი ინდივიდუალურად, მათ მიერ შემუშავებული კრიტერიუმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, თავად შეარჩევს. ინფორმაციის მიღებას ახალგაზრდები თავად უნივერსიტეტის ვებგვერდზე ან ადმინისტრაციის დახმარებით შეძლებენ. სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
საქართველოს ბანკის პარტნიორი უნივერსიტეტებია:
- აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
- ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თავისუფალი უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ)
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნის მიზნით პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. ბენეფიციართა რაოდენობა კი 120 000-ს აჭარბებს.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















