„ერთიანი ანარქისტული მოძრაობა“, რომელიც მთელ რადიკალურ ოპოზიციას მოიცავს, დესტრუქციულ ქმედებას აგრძელებს - დიმიტრი ხუნდაძე
საქართველო, თბილისი - 14:14 | 03.10.2023 ნანახია: 1189
„ერთიანი ანარქისტული მოძრაობა“, რომელიც მთელ რადიკალურ ოპოზიციას მოიცავს, აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებას საქართველოში. რევოლუცია, ამბოხი, საბოტაჟი, უკიდურესი რადიკალიზმი მათთვის ძირითადი მახასიათებელია. სახიფათო ის არის, რომ დღეს ანარქიზმი უტევს არა მარტო საქართველოს, არამედ, მთელ დემოკრატიულ სამყაროს ფსევდო-დემოკრატიის სახით“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ.
როგორც მან აღნიშნა, იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს დღევანდელი ოპოზიციის პოლიტიკური იდეოლოგია, უნდა მივყვეთ ფაქტებს და ისტორიას.
„ანარქიზმი, რომელიც ევროპაში წარმოიშვა, გარკვეული ჯგუფები ისევ იქიდან ცდილობენ მოაბრუნონ ოდნავ შეცვლილი სახით საქართველოში. ანარქიზმი - ლიბერალიზმის და სოციალიზმის რადიკალური ანარეკლია, რომელსაც წარმოადგენს სწორედ ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით, „ნაცმოძრაობა“ და მის ირგვლივ შემოკრებილი პარტიები. საინტერესოა ის ფაქტი, თუ როგორ ზუსტად პასუხობენ ჩვენი ოპოზიციონერები ამ იდეოლოგიის პრინციპებს. მაგალითად, ანარქისტებისთვის სახელმწიფო არის მიუღებელი და მტერი. მათი გაგებით, ქვეყანა უნდა მართონ საზოგადოებრივმა ჯგუფებმა.
ნახეთ, რა ზუსტად ასრულებენ ამ მოთხოვნას? „ნაცმოძრაობა“ და მის ირგვლივ შემოკრებილი ოპოზიცია სახელმწიფოს ნამდვილად მტრად მიიჩნევს და თავადაც მტრობენ ქვეყანას, ხოლო ქვეყნის მართვას უცხოეთიდან მათი ლობისტების მიერ დაქირავებული „ენჯეოებით“ აპირებენ. არჩევნების სამართლიანობაც მათი „ენჯეოების“ შესაფასებელია და ქვეყნის მართვაც, თურმე ამ ჯგუფებმა უნდა გადაიბარონ“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ოპოზიცია, შენიღბულად ამზადებს ადგილობრივ აქტივისტებად სტუდენტებს და მათ ტრენერებად ჩამოჰყავთ რევოლუციურ სწავლებაში კარგად გაწვრთნილი კადრები.
„ოღონდ, აქ ერთი გამონაკლისია, შენიღბულად არ მუშაობენ ოპოზიციური მედიის წარმომადგენელები. პირიქით, ხშირად ეს ჟურნალისტები ბევრად უფრო დიდი პოლიტიკოსები არიან, ვიდრე თავად მათი პატრონები.
სწორედ, ასეთი იდეოლოგიის გამო, ანარქიამ ვერც ერთ პერიოდში გამარჯვება ვერ იზეიმა. ის შთანთქა სხვა იდეოლოგიურმა მოძრაობამ. ისტორიას კი, მეხსიერებაში შემორჩა „ბომბებით შეიარაღებული წვერიანი ანარქისტის კარიკატურული სტერეოტიპი“. სწორედ, ასეთ წვერებიან თუ უწვერო კარიკატურულ სტერეოტიპად შემორჩებიან „მოლოტოვის კოქტეილებით“ ხელში დღევანდელი ოპოზიციის ანარქისტი ლიდერები საქართველოს ისტორიას.
უღმერთობაზე, ურთიერთშეურაცხყოფაზე, სახელმწიფოს მტრობაზე, ომზე და ნგრევაზე ორიენტირებული „ერთიანი ანარქისტული მოძრაობა“ საქართველოში შედეგს ვერ მიაღწევს!“ - აღნიშნა ხუნდაძემ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















