საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახლებული „პარკ რეზორტ წყალტუბო“ და ქართული რესტორანი „იმერული ესკიზები” გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 12:10 | 03.10.2023 ნანახია: 1783
საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და ჯგუფ „ბ&ნ ინვესტის“ პარტნიორობით, წყალტუბოში, განახლებული „პარტ რეზორტ წყალტუბო“ და ქართული რესტორანი „იმერული ესკიზები“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 5 მილიონი ლარია, ბანკის ინვესტიცია კი, რომელიც „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გაიცა, 2 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სანატორიუმს 30 ახალი ოთახი დაემატა და ახალი ქართული რესტორანიც გაიხსნა. აღნიშნული კომპლექის სრული მოწყობის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.
„პარკ რეზორტ წყალტუბო“ ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. კურორტი 60 ნომრიან სანატორიუმს, ორი განსხვავებული კონცეფციის რესტორანსა და სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრს მოიცავს. ბაღის ფართობი 73 ჰა. - ია და ის საბავშვო და რეკრეაციეული ზონას, ველო-პარკინგსა და პატიოს აერთიანებს. სანატორიუმი 60 ადამიანს ასაქმებს, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივია. კომპანია მათ პროფესიულ გადამზადებას ადგილზე უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფმა „ბ&ნ ინვესტი“ საქართველოში ინვესტირება 20 წელზე მეტია დაიწყო და ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც ის რეგიონში ახორციელებს. კომპანიის მიერ მთლიანად რეგიონში, კომპლექსის მშენებლობა - რეაბილიტაციაზე ინვესტირებულია - 25 მილიონი ლარი. “ბ&ნ ინვესტი“ აერთიანებს “პარკ რეზორთ წყალტუბოს” და “სანატორიუმ იმერეთს” წყალტუბოში, აგურის ქარხანას „მეტეხის კერამიკას“ და მილების ქარხნებს- კასპის რაიონში, უსახელაურის ვენახებს ზუბსა და ოყურეშში „შპს შატო ლეჩხუმი“ და სხვა.
„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად უჭერს მხარს. ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, ბანკი მრავალი წელია მხარში უდგას აღნიშნული სექტორის განვითარებას და ჩვენი მხარდაჭერით, არაერთი პროექტია განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ ჯგუფთან „ბ&ნ ინვესტი“ მრავალი წელია ვთანამშრომლობთ და მუდმივად ვხედავთ სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდნენ. ამჯერად, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა - „ბ&ნ ინვესტმა“ განახლებული სანატორიუმი და ქართული რესტორანი გახსნა. ეს ერთ - ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში და მოხარულები ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის განვითარებასა და გაძლიერებას. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის გავითარების საწინდარია“- განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
“ჩვენმა ჯგუფმა წყალტუბოს რეგიონში 25 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და გაჩერებას არ ვაპირებთ. გვაქვს კიდევ ბევრი გეგმა და პროექტი, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ბანკის და „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით ვაპირებთ. მაგალითად, უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი პროექტის განხორციელება - ღია აუზის და მასთან მდებარე რეკრეაციული ზონის დამატება და სასტუმროს მეორე ნახევრის რენოვაცია. ამით ჩვენ მაქსიმალურად მოვერგებით ჩვენი მომხმარებლის და ბაზრის მოთხოვნებს.“- აცხადებს „ბ&ნ ინვესტის“ დამფუძნებელი, დავით კაკაბაძე.
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















