დარწმუნებული ვარ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალიან ბევრი მოესწრება კიდევ, მათ შორის, ვინც აქ არის - გია ვოლსკი
საქართველო, თბილისი - 15:45 | 27.09.2023 ნანახია: 929
სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიხეილ სარჯველაძემ, დიმიტრი ხუნდაძემ, თენგიზ შარმანაშვილმა და ბეჟან წაქაძემ გმირთა მოედანზე, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„მძიმე დღეა ჩვენი საქართველოსთვის, ქალბატონები დგანან თავისი შვილების გვარების წინ და სანთელი აქვთ ანთებული. ძალიან ბევრს არა აქვს საშუალება, რომ დაიტიროს ნეშტი გარდაცვლილების, დაღუპულების, გმირების. ვმუშაობთ იმაზე, რომ ისინი გადმოვასვენოთ. წითელ ჯვართან ერთად ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი გვაქვს გაკეთებული, თუმცა ეს მაინც ძალიან ცოტაა იმისათვის, რათა შვება ნახონ ადამიანებმა, რომლებიც არიან იძულებით გადაადგილებულები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო ბერკეტები რასაკვირველია არსებობს, თუმცა, სამწუხაროდ, აღარ არის ისეთი ეფექტური, როგორიც იყო, ვინაიდან სააკაშვილმა მოანგრია ეს სამშვიდობო პროცესი და ქვეყანას საშუალება აღარ ეძლევა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში აფხაზეთის თემა გარკვეული პერიოდულობით კვლავ იყოს განხილული. გიორგი ვოლსკის შეფასებით, ამასთანავე კონფლიქტის მოგვარების სხვა ბევრი ბერკეტიც არსებობს, მათ შორის, „ადამიანების გულების უკან დაბრუნება“.
„ათასობით ჩამოდიან აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომ აქ მიიღონ სითბო, მოვლა-პატრონობა, სამედიცინო მომსახურება. ეს პროცესი გრძელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთმანეთს კვლავ ვიპოვით და ხალხი დაბრუნდება იმ ტერიტორიაზე. დიდი პოლიტიკური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს მსოფლიოში, ბოლოს და ბოლოს მიგვიყვანს საბოლოო შედეგამდე და ეს იქნება წარმატებული. დროსთან დაკავშირებით ვერაფერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ძალიან ბევრი მოესწრება კიდევ, მათ შორის, ვინც აქ არის“, - განაცხადა ვოლსკიმ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















