მთელი „სანაცეთი“ საუბრობდა იმაზე, რომ ვარკეთილში მდებარე მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადავეცი ილია წულაიას, რაც ბინძური ტყუილი იყო - კახა კალაძე
საქართველო, თბილისი - 14:18 | 26.09.2023 ნანახია: 1284
სიმართლეს არ შეესაბამებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მუნიციპალიტეტმა ვარკეთილის მესამე მასივში არსებული მიწის ნაკვეთი სამშენებლო კომპანია „არქის“ დამფუძნებელს, ილია წულაიას ერთ ლარად გადასცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდეგ განაცხადა.
კახა კალაძემ განმარტა, თუ რა გარემოებებში აიღო დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ აღნიშნული პროექტის განხორციელების ვალდებულება, რომლის შედეგადაც, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა 24 მილიონი ლარის ქონება მიიღო.
„მინდა, საზოგადოებას შევახსენო ერთი სიცრუის კამპანია, რომელიც აღნიშნულ პროექტთან არის დაკავშირებული. ჩვენ 2019 წელს გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, სახელი არ მახსოვს, რომელმაც ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კომპანია პროექტს განახორციელებდა. შესაბამისად, გადავედით მეორე დეველოპერულ კომპანიაზე, რომელმაც გაიმარჯვა. ეს კომპანია აღმოჩნდა „არქი“. ამასთან დაკავშირებით მთელი „სანაცეთი“ დამწკრივებული იყო და საუბრობდა იმაზე, თითქოს კახა კალაძემ, ჩემზე იყო კონკრეტულად საუბარი, ერთ ლარად გადავეცი აღნიშნული ტერიტორია ილია წულაიას, „არქის“ დამფუძნებელს. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი. რეალობაში ვხედავთ, რა მივიღეთ. ეს არის პასუხი იმ სიბინძურეზე და ტყუილის კამპანიაზე, რომელიც „ნაცებს“ ჰქონდათ. მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროექტისგან, დაახლოებით, 24 მილიონი ლარის ქონება მიიღო, რომლითაც ყველა იმ ოჯახს დავეხმარებით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















