მეორე ფრონტი გახსნა ალიევმა და დაამთავრა, რაღაც მაინც ვისწავლოთ, ჩვენი მეზობლები არიან - გუბაზ სანიკიძე
საქართველო, თბილისი - 11:12 | 26.09.2023 ნანახია: 820
მეორე ფრონტი გახსნა ალიევმა და დაამთავრა. რაღაც მაინც ვისწავლოთ, ჩვენი მეზობლები არიან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
„წარმოგედგინათ ის, რომ უკრაინა უტევს ახლა რუსულ არმიას და რუსული არმია იცავს თავს. ხომ გეგონათ, სამ დღეში კიევში დროშის აფრიალება და ალბათ ერთ კვირაში თბილისში დახვდებოდით ტაშფანდურით, სუფრების გაშლით. ხომ ვიცი, რომ მზად იყავით ამისთვის, მაგრამ არსებობს საღვთო და საკაცო კანონი. რუსეთი ვერც საღვთო კანონით მოიგებს და ვერც საკაცო კანონით. აგერ დაკარგა სომხეთი, ყველაზე ერთგული და ლოიალური მოკავშირე. მეორე ფრონტი უნდათ აქ – მეორე ფრონტი გახსნა ალიევმა და დაამთავრა. რაღაც მაინც ვისწავლოთ, ჩვენი მეზობლები არიან.
აზერბაიჯანლებმა ექვსი წლის ასაკიდან ბავშვების გაზრდა დაიწყეს სკოლაში, აქ აფხაზეთის და ცხინვალის ხსენება ტერორიზმად, რადიკალიზმად ითვლება. რამდენი წელია, აღარ გვიხსენებია და მარტო მიტინგზე ახსენეს ჩვენმა ახალგაზრდებმა სოხუმი და ცხინვალი და რა არ დააბრალეთ. დიდი პრეცედენტი მოხდა, ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა ჩვენმა მეზობელმა და მეგობარმა ქვეყანამ. სამწუხაროდ, ჩვენმა მეზობელმა და მეგობარმა სომეხმა ხალხმა სწორი არჩევანი ვერ გააკეთა სტრატეგიული მოკავშირის არჩევის დროს. მერამდენედ უკვე. დაიცლება ახლა ყარაბაღი სომხებისგან, ოღონდ ეთნოწმენდა არ იქნება. გაკეთებულია დიდი ფონდი და სომხებს, რომლებიც დატოვებენ ყარაბაღს, დიდ კომპენსაციას გადაუხდის ალიევი. აი, რა მოიტანა შეცდომამ, რა მოიტანა რუსეთის მოკავშირეობამ, რა მოუტანა ჩვენს სამხრეთ მეზობელ ხალხს. ტალანტების ქვეყანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ისტორიულად, სწორ გეოსტრატეგიულ არჩევანს ვერ აკეთებდნენ. ამიტომ იყო, რომ მეთერთმეტე საუკუნეში დაკარგეს სახელმწიფო. იგივე გველოდება. მაგალითი არ უნდა აიღოთ? ქოცებო, ამომრჩევლებო, სიმართლეს და ტყუილს რომ თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ნახეთ რუსეთის მოკავშირეობა რა დაუჯდა სომხეთს? და რა დაუჯდება სხვებს. ოდეკაბე დაიშლება წელს, სომხეთი უახლოეს პერიოდში აპირებს გასვლას ოდეკაბედან, უსაფრთხოების სისტემიდან და ყაზახეთი არის რიგში“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















