ნათია თურნავა პირდაპირ კავშირშია, როგორც ოთარ ფარცხალაძესთან ისე რუს ბიზნესმენებთან - ელენე ხოშტარია
საქართველო, თბილისი - 16:06 | 21.09.2023 ნანახია: 1088
პარტია "დროას" თავმჯომარემ, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც ოთარ ფარცხალაძესა და ნათია თურნავას პირდაპირ კავშირზე ისაუბრა.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, ეროვნული ბანკის დირექტორი ნათია თურნავა პირდაპირ კავშირშია, როგორც ოთარ ფარცხალაძესთან ისე რუს ბიზნესმენებთან.
მისივე თქმით, პარტია „დროა“ ასაჯაროვებს დამატებით მტკიცებულებებს, რომლებიც ნათია თურნავას ეკონომიკის მინისტრობის დროსაა ხელმოწერილი ანუ იმ დროს, როდესაც იგი სახელმწიფოს სახელით მოქმედებდა.
„კერძოდ, 2021 წელს, როცა თურნავა ეკონომიკის მინისტრი იყო, ფორმდება მემორანდუმი სამინისტროსა და შპს საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯს შორის. მემორანდუმში წერია, რომ სამინისტრო მზადაა, კომპანიას შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში ხელი შეუწყოს. მემორანდუმს ხელს აწერს ფარცხალაძის ბიზნეს პარტნიორი რომან ბოკერია, რომელიც საკუთარ თავს რუსეთში საქართველოს ბიზნეს ელჩს უწოდებს. არის კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენი და აირზენას ყოფილი დირექტორი. იგი საავიაციო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით გამართული რუსული ფორუმების მონაწილეა.
2022 წლის 15 თებერვალს, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო არეგისტრირებს კომპანიას სახელად შპს მასკოვსკი ბიზნეს ბროკერიჯ, რომლის ყველაზე მსხვილი აქციონერი, 50%-იანი წილის მფლობელი, ოთარ ფარცხალაძეა.
რუსეთში დარეგისტრირებული კომპანიის მფლობელი, ოთარ ფარცხალაძესთან ერთად, არის რომან ბოკერიას ცოლი, რუსეთის მოქალაქე ვიქტორია ბოკერია (35%). ვიქტორია ბოკერია 2022 წლის დეკემბერს, რუსეთის დუმის და საქართველოში დაფუძნებულ მოძრაობა სოლიდარობა მშვიდობისთვის ორგანიზებით ჩატარებულ ფორუმში იღებდა მონაწილეობას, სადაც რუს დეპუტატებთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოძრაობა სოლიდარობა მშვიდობისთვის განათლების ექსპერტი კი ოთარ ფარცხალაძის შვილი ანზორ ფარცხალაძეა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















