„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დავაკავეთ, ხოლო 2 „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - შსს
საქართველო, თბილისი - 16:05 | 21.09.2023 ნანახია: 3328
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად: თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, ხოლო ორ „კანონიერ ქურდს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები არიან, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირები: 1961 წელს დაბადებული გ.ლ.; 1992 წელს დაბადებული გ.ხ.; 1982 წელს დაბადებული ვ.ჩ. (მეტსახელად „ფამფალა“); 1992 წელს დაბადებული ვ.კ. (მეტსახელად „ტონი“) და 1991 წელს დაბადებული რ.ო (მეტსახელად „როკო“).
ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე კი დაკავებულია 1999 წელს დაბადებული თ.ქ.; 1988 წელს დაბადებული ი.ჩ.; 1982 წელს დაბადებული ლ.ს.;
1990 წელს დაბადებული ვ.ჩ.; 1976 წელს დაბადებული გ.კ.; 1995 წელს დაბადებული ო.კ.
წარსულში ნასამართლევ 1961 წელს დაბადებული ა.ფ.-ს და 1995 წელს დაბადებული გ.მ.-ს ბრალი „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ედებათ.
„კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ 1974 წელს დაბადებულ რომან ხმალაძეს და
1978 წელს დაბადებულ ლევან მარღიას.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. ისინი ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.
ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ „კანონიერ ქურდების“ მითითებებს, მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფმა პირებმა, ერთ-ერთ ბრალდებულს - 1995 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, ონლაინ სამორინეში დიდი ოდენობით მოგებული თანხიდან ე.წ. „ქურდული წილის“ გადახდა მოსთხოვეს. აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, თბილისში ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს და არსებული საკითხის შესახებ „კანონიერ ქურდს“ - ჯეირან კინწურაშვილს შეატყობინეს, რა დროსაც ის საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით დაჰპირდა მხარდაჭერას. ამის შემდეგ კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის, ე.წ. „კანონიერი ქურდებისთვის“ და კრიმინალური ავტორიტეტებისთვის ფულადი თანხის გადარიცხა განხორციელდა.
პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომობილი, ოქროს ნივთები და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
ასევე, სამართალდამცველების მიერ ბრალდებული გ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატი, მჭიდები და 50-მდე ვაზნა, ხოლო ბრალდებულის ვ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლით, 223-ე მე-4 პრიმა მუხლით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















