ქართველ ხალხს პრეზიდენტისთვის არ მიუნიჭებია საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება მიანიჭა მთავრობას - შალვა პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:23 | 04.09.2023 ნანახია: 1363
ქართველ ხალხს პრეზიდენტისთვის არ მიუნიჭებია საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილება, ეს უფლებამოსილება მიანიჭა მთავრობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არ ავყვეთ მანიპულაციებს, თითქოს ვინმე ვინმეს ბლოკავს.
„ბლოკავს ნიშნავს, რომ ინსტიტუტს აქვს რაღაც უფლება, რომელი უფლების წართმევაც ხდება, სინამდვილეში არის ასე, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილება საგარეო პოლიტიკის განხორციელების მხრივ აქვს მთავრობას და მთავრობამ უნდა მისცეს თანხმობა, რომ პრეზიდენტმა განახორციელოს საგარეო პოლიტიკაში წარმომადგენლობა, ეს არის მთავარი.
რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, საქართველო საგარეო ურთიერთობაში უნდა წარმოდგეს ერთი ხმით და ვხედავთ, რომ ეს ერთი ხმით გამოსვლა არ ხდება. ქართველმა ხალხმა ლეგიტიმაცია მისცა სწორედ, მოქმედ მთავრობას, რომ მან წარმოადგინოს ქართველი ხალხი საგარეო ურთიერთობაში. პოლიტიკა, სტრატეგია დაგეგმოს მთავრობამ პარლამენტის მითითების შესაბამისად. ეს ერთი ხმა უნდა ჟღერდეს გარეთ და დისონანსის შემოტანა არის ის, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ქართველი ხალხის ინტერესებს. საუბარი, თითქოს პრეზიდენტის ეს მოტივაცია არის კეთილი, დისონანსის შემოტანა საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არის დაზიანება საქართველოს ინტერესების. პარლამენტი, მთავრობა და „ქართული ოცნება“ ახორციელებს ერთადერთ კურსს, რომელიც გულისხმობს საქართველოს დაახლოებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში. პრეზიდენტს აქვს სხვა უფლებამოსილებები. ქართველ ხალხს საქართველოს პრეზიდენტისთვის არ მიუნიჭებია მისი საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















