საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში რეგისტრაცია იწყება
საქართველო, თბილისი - 14:37 | 22.08.2023 ნანახია: 1944
საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტური, მრავალი წელია არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია. ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის STEM სკოლა ბრუნდება და 20 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით რეგისტრაციას აცხადებს.
STEM სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას. ონლაინ სკოლა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს და მიიღონ ხარისხიანი, აკადემიური, თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა.
STEM სკოლის ფარგლებში, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მისცემთ, მომავალში შექმნან სხვადასხვა მოწყობილობები, მათ შორის - რობოტები.
STEM სკოლაში სასწავლებლად საჭიროა რეგისტრაციის გავლა და ონლაინ გამოცდის ჩაბარება. სასწავლო პროცესი ერთი წლის განმავლობაში ორ მოდულად ჩატარდება. გაკვეთილები კვირაში ერთხელ გაიმართება, მოსწავლეები კი თავად შეძლებენ აირჩიონ გაკვეთილზე დასასწრებად მათთვის სასურველი დღე - შაბათი ან კვირა. სკოლაში სწავლა შესაძლებელია როგორც თბილისში ასევე, რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რადგან სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ აქ
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ყოველწლიურად დამატებით 60 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს სწავლას სრულად დაუფინანსებს და კურსის გასავლელად საჭირო ტექნიკას გადასცემს.
„საქართველოს ბანკის ერთ - ერთი მთავარი ღირებულება განათლების მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება STEM სკოლა, რომელიც კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ხორციელდება. ჩვენი მიზანია, სკოლის მოსწავლეებს, თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი - STEM მიმართულებით მივცეთ სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მიმართულებით და STEM სკოლის კიდევ ერთი ნაკადი მივიღოთ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ბანკი პარტნიორებთან ერთად 35 - მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რისი მეშვეობითაც, 100 ათასამდე ახალგაზრდას მისცა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას.“ - განაცხადა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.
პროექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოში
STEM სკოლაზე დეტალურ ინფორმაციას კი შეგიძლიათ გაეცნოთ აქ
პოლიტიკა
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
სამართალი
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
- გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















