სწორედ ჩვენნაირი ქვეყნიდან უნდა ისმოდეს ანტისაოკუპაციო ხმა ყველაზე მკაფიოდ, ჩვენ უნდა ვქმნიდეთ მსოფლიოსთვის იძულებას, დაინახოს სისხლისღვრათა და მიტაცებათა სერია - გიორგი კეკელიძე The Killers-ის კონცერტზე
საქართველო, თბილისი - 12:15 | 16.08.2023 ნანახია: 1603
სწორედ ჩვენნაირი ქვეყნიდან უნდა ისმოდეს ანტისაოკუპაციო ხმა ყველაზე მკაფიოდ, ჩვენ უნდა ვქმნიდეთ მსოფლიოსთვის იძულებას, დაინახოს სისხლისღვრათა და მიტაცებათა სერია და ადეკვატური იყოს, - ამის შესახებ მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან ცხადად უნდა ვიცოდეთ, რომ დასავლური კულტურა არასდროს გრძნობდა თავს ხალვათად სასარგებლო იდიოტებისგან. The Killers კი არა, მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში, იშვიათად ნახავდით ინტელექტუალს და მწერალს, ვინც საბჭოთა კავშირს მხურვალე ტაშს არ უკრავდა. ნუ დააბრალებთ ამას რკინის ფარდას ან მათთვის მოწყობილ ,,პოტიომკინის სოფლებს" - შესანიშნავად იცოდნენ რაც და როგორც ხდებოდა, უბრალოდ არის ერთგვარი მანერა და გაუგებარი მიდრეკილებები იმ წრეებში - ამაზე სხვა დროს. თუ ჯგუფის ბოდიშის რეაქციებს გადახედავთ, ქართველი და უკრაინელი გულშემატკივრის გარდა, დიდწილად ყველა გაიძახის - ,,ძმები და დები ვართო". სწორედ ამგვარი მიზნის მიღწევის განზრახვით შეიქმნა თავის დროზე კატა ლეოპოლდის ანიმაციური პროექტი - გცემდნენ, გაგძარცვავდნენ, დაგამონებდნენ - მერე მოდიოდა ლეოპოლდი, ,,შეგარიგებდა" და დიდაქტიკური ტონით გეტყოდა ორივეს, მცემელსაც და ნაცემსაც ან საკუთარ თავსაც: ,, Ребята-давайте жить дружно!" ამიტომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რაც გუშინ ახალგაზრდებმა გააკეთეს და შეიძლება, არა მხოლოდ ახალგაზრდებმა. სწორედ ჩვენნაირი ქვეყნიდან უნდა ისმოდეს ანტისაოკუპაციო ხმა ყველაზე მკაფიოდ, ჩვენ უნდა ვქმნიდეთ მსოფლიოსთვის იძულებას, დაინახოს სისხლისღვრათა და მიტაცებათა სერია და ადეკვატური იყოს. სხვა საქმეა, რომ ჯერ წესიერად არ გათენებულა და როცა გათენდება, აქვე, ჩვენს ქვეყანაში, აღიძვრება უამრავი The Killers - ი, ოღონდ საკუთარი სინდისის და ნამუსის მკვლელი და უარესს იტყვის ,,დიდი ძმის" სასარგებლოდ და არც ბოდიშს მოიხდის - პირიქით, აქეთ მოგახდევინებს. ეს მგონია ყველაზე დიდი თანამედროვე ქართული ტრაგედია. ყველაზე მეტად მისახედი და სამკურნალო“, - წერს გიორგი კეკელიძე
Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა დარბაზში შეკრებილებს ჰკითხა, იცოდა თუ არა მათ შორის ვინმემ დრამზე დაკვრა, რის შემდეგაც, სცენაზე ერთ-ერთი ადამიანი აიყვანა, რომელიც ეროვნებით რუსი აღმოჩნდა.
სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის, რომ სცენაზე რუს დრამერს დაეკრა, რასაც მაყურებლეთა მხრიდან შეძახილები მოჰყვა. ამის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად დაუკრა.
სიმღერის დასრულების შემდეგ, The Killers-მა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ მისი აზრით ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და მუსიკაში საზღვრები არ არსებობს და ყველა ერთმანეთის „ძმები ვართ“. ამ სიტყვებს აუდიტორიის მხრიდან უფრო დიდი პროტესტი მოჰყვა, რის გამოც, მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.
კონცერტის შემდეგ, The Killers-მა განცხადება გაავრცელა და მსმენელს ბოდიში მოუხადა.
„კეთილო ქართველო ხალხო, ჩვენი განზრახვა არასდროს ყოფილა ვინმეს შეურაცხყოფა! ჩვენ გვაქვს დიდი ხნის ტრადიცია, ამოვიპატიჟოთ სცენაზე მსმენელი დრამზე დასაკვრელად და სცენიდან ჩანდა, რომ ხალხი დადებითად იყო განწყობილი იმის მიმართ, რომ სცენაზე ერთ-ერთი მაყურებელი ამოვიდა და ჩვენთან ერთად გამოვიდა სცენაზე. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ კომენტარი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ The Killers-ის მსმენელები და გულშემატკივრები არიან დები და ძმები, შეიძლება, არასწორად იყოს გაგებული. ჩვენ არ გვინდოდა ვინმეს გაღიზიანება და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვდგავართ თქვენთან და ვიმედოვნებთ, რომ მალე კიდევ დავბრუნდებით“ - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















