„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ქალთა გაძლიერებისთვის
საქართველო, თბილისი - 17:01 | 15.08.2023 ნანახია: 1177
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, რომლისთვისაც ქალების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, გოგოების სამეწარმეო ბანაკის აქტივობებში ჩაერთო
- სოფელ კაცხში გამართული შეხვედრის ფარგლებში გათამაშება გაიმართა. ორმა მონაწილემ ექსკავატორ-დამტვირთველის ოპერატორის მოსამზადებელი ტრენინგისთვის დაფინანსება მიიღო. გოგოები ცოდნას „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე გაიღრმავებენ
გოგოების სამეწარმეო ბანაკი, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, წელს უკვე მესამედ მოეწყო. პროექტი ქალთა სამეწარმეო გაძლიერებას ისახავს მიზნად. მასში აქტიურად იყვნენ ჩართული გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ორგანიზაციები და კომპანიები, მათ შორის - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ და ასევე „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი „თეგეტა აკადემია“.
კომპანიის წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილე გოგოებთან გენდერის მიმართულებით არსებულ სტერეოტიპებზე ისაუბრეს - კერძოდ, რა გავლენას ახდენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სხვადასხვა სტიგმა გოგოების ცხოვრებაზე, მათ მომავალსა და პროფესიულ არჩევანზე. ტრენინგი ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. გამოიკვეთა ის პროფესიები, რომელთა მიმართაც გოგოების ინტერესი მაღალია და ასევე ყურადღება გამახვილდა იმ უნარებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ადამიანებს პროფესიული წინსვლისთვის სჭირდებათ, თავიანთი გენდერული იდენტობის მიუხედავად.
მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი თეგეტასა“ და „თეგეტა აკადემიის“ წარმომადგენლები ჭიათურაში, მულტიფუნქციურ ცენტრში სამეწარმეო ბანაკის მონაწილე გოგოებს შევხვდით. მოვუყევით მათ ჩვენი კომპანიის, მისი განვითარების შესახებ; ვუამბეთ, რა პროექტები გვაქვს ქალების გაძლიერების კუთხით, გავუზიარეთ პირადი მაგალითები; ვისაუბრეთ იმაზე, რომ პროფესიას არ აქვს სქესი და ადამიანმა საქმიანობის სფერო უნდა აირჩიოს არა სტერეოტიპულად დიფერენცირებული გენდერული კუთვნილების მიხედვით, არამედ საკუთარი სურვილებისა და ინტერესების შესაბამისად. პირადად მე გოგოებს ჩემი პირადი მაგალითი და გამოცდილება გავუზიარე. ვესაუბრე, რა გზა გავიარე საავტომობილო სფეროში, რა გამოწვევები შემხვდა და რამდენად რთული იყო მათთან გამკლავება. საინტერესო გახლდათ მათი პოზიციის მოსმენა, გავცვალეთ იდეები ქალთა გაძლიერებისა და ხელშეწყობის შესახებ“.
ტრენინგის დასასრულს გათამაშების შედეგად შერჩეულ ორ მონაწილეს „თეგეტა აკადემიამ“ ექსკავატორ-დამტვირთველის ოპერატორის მოსამზადებელი ტრენინგი დაუფინანსა. სწავლის პროცესი სრულად „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე წარიმართება.
გოგოების სამეწარმეო ბანაკის მოწყობის მთავარი იდეაა, ხელი შეუწყოს გოგოებსა და ქალებს უპირობოდ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი და პირადი ინტერესის გათვალისწინებით აირჩიონ პროფესია.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ორგანიზაცია „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) ხელმომწერი 2022 წელს გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ დაადასტურა მზაობა, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროცესში, იზრუნოს ქალთა მხარდაჭერაზე და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანაბარ დაცვაზე.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















